მეორედ  მოსვლის  საიდუმლო

მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის, –  ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.  თან  დაამატა:  "მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანისაგან, რომ "ჟამი ახლოს არისო", მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა.                                                                                                                                                                                                                                                                      კათოლიკოს პატრიარქის ეს სიტყვები ცხადყოფენ, რომ დანამდვილებით ბოლო ჟამში ვართ შესული და კაცობრიობა უკვე მეორედ მოსვლის მოლოდინში უნდა იყოს. მაგრამ ისმის შეკითხვა, რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რას უნდა ველოდოთ? 

        ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სიტყვა არის ძე ღმერთი, კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ: ძე ღმერთი არის ღმრთის სიტყვა (წმიდა წერილი). ამ ტოლობის გათვალისწინებით, ძე ღმერთის მეორედ მოსვლა უშუალო კავშირშია ღმრთის სიტყვის მეორედ მოსვლასთან. გამოდის, რომ:  ღმრთის სიტყვა (წმიდა წერილი) პირველი მოსვლით უკვე იყო მოსული ჩვენთან, 

ამას თვით წერილიც ამბობს:

"და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" 

(იოვანე 1-14).

          ძე ღმერთს ანუ სიტყვას ორი ბუნება აქვს, ხორციელი ბუნებით ეს სიტყვა წარმოდგენილია ხილული ნაწილით, რასაც ბიბლიურად ჰქვია "მელნით ნაწერი წიგნი". დღემდე წმიდა წერილი მიღებული გვაქვს მელნით ნაწერად, ანუ გარეგან წიგნად. შინაგანი წიგნი კაცობრიობამ ვერ გახსნა, რადგან ვერ გამოიძია სიტყვის სამება, ვერ მიხვდა მისი სულიერი წერის კანონებს (იხ. სულიერი წერის სტრუქტურა ). კიდევ ერთხელ გავიმეორებ სიტყვის სამებით მოწყობის მოდელს:

  "რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ;  

ესე სამნი ერთ არიან".  

(I იოვანე 5-7).

    ამ საკითხზე მსჯელობისას გამოვიტანეთ ასეთი დასკვნა (დასკვნა N ..  გვ.),  სიტყვის  სამება მის ორ ბუნებაში ასეა წარმოდგენილი:  სიტყვის სხეული ერთი  და მასში მყოფი ორი სული.

             სიტყვის სხეული -  ეს არის მელნით ნაწერი სიტყვა, მისი ხილული ნაწილი.

             სიტყვაში მყოფი ორი სული -  არის სიტყვაში მყოფი მამა და სულიწმიდა, მისი უხილავი ნაწილი.

      დღემდე კაცობრიობა გაეცნო სიტყვის მხოლოდ სხეულს, რაც ნიშნავს: სიტყვა ხორციელ ჩვენს გამო იქმნა. რადგან არ ვიცოდით  სიტყვის სულიერი მოწყობა,  ჩვენმა ცნობიერებამ ორბუნებოვანი სიტყვის მხოლოდ ერთი ნაწილი, სხეული (გუამი) მიიღო ინფორმაციის მომცემად. ამას თვითონ წმიდა წერილი მოწმობს:

"რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს". 

 (I კორინთელთა 12-13).

ჩვენ ყველამ, მთელმა კაცობრიობამ განათლება მივიღეთ სიტყვის სხეულიდან (გუამიდან). აქამდე ვერ ვხვდებოდით, რომ სიტყვა უფრო დიდი ინფორმაციული სისტემა იყო, რომ ის აღსავსე იყო მადლითა და ჭეშმარიტებით, რომელიც სიტყვაში მყოფი მამიდან და მისგან გამომავალი სულიწმიდიდან გამოდიოდა. ზუსტად ამას მოწმობს ციტატა:

  "და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ".  

(I კორინთელთა 12-14)

  უკვე გავარკვიეთ რა არის სიტყვაში მყოფი მამა, ამიტომ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ წერილი გვკარნახობს: მრავალ ინფორმაციულობის სათავე სიტყვაში მყოფი ასონიშნებიდან მოდისო. კიდევ ერთხელ გადავხედოთ სიტყვის სამებით მოწყობის მოდელს (იხ. დასკვნა N 5 გვ..)

      მამა                 - არის ასონიშნები

      ძე                    - არის სიტყვის სხეული  (ინფორმაციის ხორციელი ნაყოფი)

      სულიწმიდა -   არის სიტყვაში მყოფი ასონიშნებიდან გამომავალი რიცხვთა სისტემის კანონზომიერება

  ორბუნებოვანი სიტყვა ნიშნავს ორი სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელ სიტყვას, სადაც იპოსტასი ძე არის სიტყვის ხილული სხეული, ხოლო მასში უხილავად მყოფია იპოსტასი მამა და სულიწმიდა. კიდევ წერილს მოვუსმინოთ:  

   "არა სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაჲ" 

      (I კორინთელთა 4-20).

 ძე ღმერთი კი არის სიტყვა, მაგრამ ამ სიტყვით სასუფეველი არ არისო, ამიტომ გვეუბნებოდა ძე ღმერთი:

   "უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე“. 

   (იოვანე 16-7)

იპოსტასი ძე უნდა წავიდესო, თუ ასე არ მოხდა თქვენთვის არ იქნება კარგიო. როცა სიტყვის სხეული წარვალს (ჯვარცმის კანონის შესაბამისად), მაშინ მამას შეეძლება მოავლინოს სული ნუგეშინისმცემელი (სულიწმიდა).

    იპოსტასი ძე ღმერთი, ანუ სიტყვის სხეული გვაწოდებდა ხორციელ ინფორმაციებს, ხოლო სიტყვაში მყოფი ძალი  მოგვაწოდებს ხორციელიდან განსხვავებულ სულ სხვაგვარ, უკვე სულიერ ინფორმაციებს. ეს არის ორბუნებოვანი სიტყვის ორი სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდების მოდელი. დღემდე ღმრთის სიტყვას ვიცნობდით მხოლოდ იპოსტასი ძით, მასში მყოფი სულიერი ნაწილი არ ვიცოდით. ახლა როდესაც სიტყვის სულიერი წიაღი გამოჩნდა (იხ. სულიერი წერის სტრუქტურა), როდესაც ვიხილეთ სიტყვაში მყოფი სულიერ ინფორმაციათა ადგილსამყოფელი, ამით სიტყვა ჩვენი ცნობიერებისთვის მეორე ინფორმაციული ერთეულით მოვა.

      ეს იქნება სიტყვის მეორედ მოსვლის საფუძველი!

   ღმრთის სიტყვა პირველად ხორციელად დაემკვიდრა ჩვენში, ეს სიტყვა აღსავსე ყოფილა მადლითა და ჭეშმარიტებით, მაგრამ სიტყვაში მყოფ სულიერ აღვსებულებას ჩვენ ვერ ვუყურებდით. ახლა, როცა გამოჩნდა მისი სულიერი შიგთავსი, ღმრთის სიტყვას შესაძლებლობა მიეცა კაცობრიობას გამოუჩნდეს მისივე მეორე (სულიერი) ბუნებით.

   

    დასკვნა N ..  ღმრთის სიტყვის მეორე  (სულიერი)  ბუნებით გამოჩენას და ამ ბუნებით კაცობრიობის წინაშე წარდგენას ბიბლიურად ჰქვია: ძე ღმერთის (ღმრთის სიტყვის) მეორედ მოსვლა.

      

      ბევრი იტყვის, ბიბლიური წერის მიხედვით ძე ღმერთის მეორედ მოსვლა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენად არის წარმოდგენილი, სადაც საუბარია ქვეყნიერების აღსასრულზე, სამსჯავროზე, რღვევაზე (ქვა ქვაზე არ დარჩებაო), ცა და ქვეყანა წარხდებაო, ზღვა აღარ იქნებაო და ა. შ. ამ ფონზე ჩემგან ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ მეორედ მოსვლა სიტყვაში მყოფი სულიერი ნაწილის გამოჩენაა, თითქოს არ პასუხობს წმიდა წერილით მოწოდებულ ინფორმაციებს. იმ დიდ შიშს და მოლოდინს, რომელიც აქვს კაცობრიობას მეორედ მოსვლაზე, თითქოს ვაუბრალოებ და წარმოვაჩენ მარტივ  მოვლენად. კაცობრიობას გაუკვირდება, სად მეორედ მოსვლა და სად სიტყვის სულიერი წიაღის გამოჩენა. მაგრამ მე თანდათანობით გავცემ პასუხებს, თუ რამდენად დიდ მოვლენასთან გვაქვს საქმე, თუ რამდენად დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი ამ პროცესისგან. მივყვეთ თანმიმდევრობით,  ამ დროს ღმრთის სიტყვა გამოაჩენს რა მის სულიერ მხარეს, ამით გამოაჩენს ახალ ინფორმაციებს, რომლებიც განაპირობებენ ახალ საგალობელს, მას წერილი ასე გვიჩვენებს:

     "და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან" 

(გამოცხადება 14-3).

   საკმაოდ რთული ინფორმაცია დევს ამ ციტატაში, მარტივად რაც ჩანს ესაა: ახალი საგალობლის გამოჩენა, ამ ახალი საგალობლის ცნობა არავის შეუძლიაო, გარდა  ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასისაო, მაგრამ ისინი არიან სყიდულნი ქუეყანისაგანო. აქ საუბარია ბიბლიურ კოდზე  144-ზე.  დაუკვირდით, როგორ შეფარულად წერია: „ას ორმეოც და ოთხნი იგი“,  პირდაპირ არ წერია ას ორმეოც და ოთხი ათასნი. უკვე ნაჩვენები მაქვს ამ რიცხვის არსი (იხ. კაცობრიობის საერთო ენა), კოდი 144  უთითებს ქართულ ენასა და დამწერლობას. ახლა კი ამ ციტატის განსაკუთრებული ფრაზა:  „სყიდულნი ქუეყანისაგან“, ეს სიტყვები პასუხობს პავლე მოციქულის მითითებას:

"მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა"

 (ჰრომაელთა 7-4).

  ახალი საგალობელი, ქართული ენით მიმდინარე საგალობელია, რომელიც სრულდება მხოლოდ სიტყვის ჯვარცმის კანონის შესრულებით (იხ. სიტყვის ჯვარცმის საიდუმლო გვ...). ამ საგალობელის შეცნობა არავის შეუძლიაო, მხოლოდ ისინი შეძლებენ ვინც ქართული ენისა და დამწერლობის კოდირებულმა სისტემამ (144),  გამოისყიდა ქვეყნიერების ხორციელი ცნობიერებიდანო. წერილი გვეუბნება მეორედ მოსვლის უფლის წინაშე მხოლოდ ახალი საგალობელი უნდა ვიგალობოთ, რომელიც განახლებული ქართული ენით უნდა წარიმართოს.

       ახლა უშუალოდ საკითხს შევეხოთ, რას გამოიწვევს სიტყვის მეორედ მოსვლა.

I. "და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის".  ამ  ინფორმაციის წვდომისთვის გავიხსენოთ მთესვარისა და მომკალის იგავი (იხ. სიტყვის ჯვარცმის საიდუმლო).  უკვე აღვნიშნე, რომ  წმიდა წერილი წინა ცივილიზაციიდან მოგვეწოდა, ეს ნიშნავს:  ჩვენი ცივილიზაციისთვის ღმრთის სიტყვა (ძე ღმერთი) სულ ჩვენთან იყო, ეს წერილი გვესმოდა მხოლოდ ერთი ბუნებით, ამიტომ ჩვენი მიუხვედრელობით ჴორციელ იქმნა. ორი წერის მექანიზმით დაწერილი ორბუნებოვანი (ორ ინფორმაციანი) ღმრთის სიტყვა ვერ მივიღეთ ორივე ბუნებით, ამიტომ ეს წერილი გაუხსნელი დარჩა. გაუხსნელი წერილი კი გადაიქცა მხოლოდ ხორციელი ცნობიერების მომცემად და ასე დაემკვიდრა ჩვენს შორის. მას ვუყურებდით, მაგრამ სულიერ შიგთავსს ვერ ვხედავდით. გვესმოდა სიტყვები, მაგრამ მისი არა გაგვეგებოდა რა.

II.   ხშირად მოგვისმენია ალბათ, რომ მეორედ მოსვლა  აღქმულია ქვეყნიერების აღსასრულად. ამ საკითხზე თვითონ მოწაფეებიც კი ამდაგვარად ეკითხებიან იესოს:

  "და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?" 

(მათე 24-3).

     ამ ფრაზით აშკარად ჩანს, რომ უფლის მეორედ მოსვლა დაკავშირებულია ქვეყნიერების აღსასრულთან. შეიძლება ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის სიტყვებიც მოვიშველიოთ:

   "ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის“  (საკვირაო ქადაგება, გააშუქა საზოგადოებრივმა არხმა  6.10. 2019 წ.).

 ბუნებრივია ისმის კითხვა: ჩვენ ქვეყნიერების აღსასრულის მოლოდინში უნდა ვიყოთ?

    ეს დიდი თემაა განსახილველად, მაგრამ მოკლე განმარტება მაინც უნდა მივცე. ეს საკითხი უკავშირდება ასევე გამოცხადების ერთ-ერთ ციტატას:

  "და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს" (გამოცხადება 21-1).

     დღევანდელი საზომით, სანამ მეორედ მოსვლა არ მომხდარა, რაც ჩვენ გაგვაჩნია ბიბლიურად იწოდება ძველი ცა და ძველი ქვეყანა. აი, ეს ცა და ქვეყანა წარჴდებაო! სამაგიეროდ, შემდეგ ვიხილავთ ახალ ცასა და ქვეყანას, სადაც ზღვა აღარ იქნება. ახალ ცასა და ახალ ქვეყანას ზღვა აღარ ექნებაო, ძალიან საინტერესო მითითებაა. პასუხის გასაცემად მოგვიწევს გავიხსენოთ ჩემს მიერ მოწოდებული მასალიდან ზოგიერთი ფრაგმენტი.

 1. გავიხსენოთ მთესვარისა და მომკალის იგავი (იხ. სიტყვის ჯვარცმის საიდუმლო), სადაც საუბარი მაქვს მარცვლებად დათესილ სიტყვაზე, სადაც უკვე გავაჟღერე, რომ მთესვარის მიერ დათესილი ყანა არის წმიდა წერილი. ახლა კიდევ უფრო სიღრმისეულად შევეხოთ ამ საკითხს: 

      სიტყვის მომავლინებელი მამა არის ანბანი "ანი და ჰოე", ამ ანბანის მიერ მარცვლებად დათესილ ინფორმაციას წარმოადგენს ღმრთის სიტყვა (წმიდა წერილი), რომელიც წარმოდგენს დამწერლობით ყანას. ამ ყანის თესლი უხილავია, ის დათესა ჩვენთვის ჯერჯერობით უხილავი ინფორმაციების მატარებელმა ასონიშნებმა. ამ ყანის ნაყოფს სა-ზე-პურო ნაყოფი ჰქვია. ზე-ინფორმაციების მფლობელი ასონიშნები ქმნის ყანას, რომელიც ხილულ-ხორციელია და ის ქვე ნაწილია არსთა სამყაროს ერთობიდან. ზე-არსი ქმნის ქვე-ყანას, ამ კონტექსტში (ბიბლიურ ალეგორიაში) უკეთესად გასარკვევად განვიხილოთ რას ნიშნავს არსთა სამყარო.  არსი (არსთა) ეს სიტყვა მოდის სიტყვიდან "არს". წერილ არს, ღმერთი არს ჩვენთან. ყველამ კარგად იცის, რომ არ ითქმის ღმერთი არის ჩვენთან, ითქმის და იწერება "არს". ეს სიტყვა ანბანური დამწერლობითი საზომით ასე გამოიყურება: