სულიერი  წერის  სტრუქტურა



ინფორმაციის გადაცემის ერთადერთი სრულყოფილი საშუალება დამწერლობაა. ეპოქალური მოვლენების ზუსტი აღწერა და მომავალი თაობისათვის გადაცემა მხოლოდ წერილობითი ფორმით არის შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, ინფორმაციული ნათელის მოვლინების დიდი შესაძლებლობის აღსანიშნავად წმიდა წერილი სიტყვას მიიჩნევს ღმერთად. ამასთანავე განსაკუთრებითაა აღნიშნული ადამიანის მსგავსება ღმერთთან. ყოველივე ეს თავის მხრივ უთითებს: ადამიანი და სიტყვა მსგავსი მოწყობისაა. ასეთი მარტივი და თითქოს იოლი ლოგიკური დასკვნა წმიდა წერილის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა. ამ მსგავსებაზე დღემდე გაუვლია პარალელი ვინმეს? როგორი ჰარმონიული წონასწორობაც არის ადამიანის სულსა და სხეულს შორის, ზუსტად ასევეა მოწყობილი სიტყვაც. იცის ასეთი რამ ჩვენმა ენათმეცნიერებამ? ან ბიოლოგიამ სიტყვის მოწყობის თავისებურება შეათავსა ადამიანის მოწყობასთან? როგორც ადამიანს ჰყავს მამა და დედა, ისე სიტყვასაც ჰყავს თავისი მამა და დედა, ისე როგორც ადამიანი არის სულისა და სხეულის ერთობა, ასევეა სიტყვაც: ისევე როგორც ადამიანისათვის დგება ჟამი, როცა სხეული კვდება და სული აგრძელებს სიცოცხლეს, ასევე სიტყვას უდგება ჯვარცმის კანონით გათვალისწინებული ჟამი, როცა მისი სხეული "განტყდება", დაიშლება! ხოლო მასში არსებული სული გააგრძელებს სიცოცხლეს და ა.შ. მაგრამ ყოველივე ამაზე თანმიმდევრობით.

მართლმადიდებლური მოძღვრება გვასწავლის სიტყვა არის ძე ღმერთი იესო ქრისტე. ეს ინფორმაცია წმიდა წერილში ღიად და დაუფარავად არის მოცემული. იესო ამბობს: "მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს!" ეს სიტყვები თუ გავიგეთ მარტივად და კონკრეტულად, აი ასე: სიტყვა არის მამაში და მამა არის სიტყვაში! ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა არის სიტყვაში მყოფი მამა? პასუხის გაცემის დროს უნდა შესრულდეს პირობანი: მამა არის სიტყვის მომავლინებელი, ის სიტყვაშივე არის, თან ისე, რომ სიტყვა და მამა ერთ არიან! (და კიდევ მრავალი სხვა პირობა)

ვთქვათ განმარტებულად: სიტყვაში მყოფი მამა ამავე სიტყვაში მყოფი ასონიშნებია. აი როგორ სრულდება პირობა: სიტყვა ასონიშნების თანა არს და ასონიშნები არს სიტყვისა თანა! განა ისინი არ არიან ერთ? სიტყვა მთლიანობაში (ნაყოფად) ძე-ა და ასონიშნებად მამა! განა სიტყვა ასონიშნებიდან არ არის მოვლენილი? ყოვლისა მპყრობელი ღმერთი თავის თავზე ამბობს: 

"მე ვარ ანი და ჰოე" 

(გამოცხადება I-8).

 ანი და ჰოე ასომთავრული ანბანია. ახლა მოვუსმინოთ იესოს: 

"გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა"

 (იოვანი 16-28). 

სიტყვა (ძე ღმერთი) გამოვიდა ანი და ჰოე (ანბანი) მამისაგან, მალე დაუდგება დრო, როცა დატოვებს წერილის ხორციელ მხარეს (სოფელს) და ისევ მამასთან (ანი და ჰოე)-სთან მივა. ეს დიდი საიდუმლოა! აქ ფიზიკურად კი არ ხდება რამე, არამედ: სიტყვა ინფორმაციულად ანბანური ჭეშმარიტებისაგან გამოვიდა, მისი სრული ინფორმაციულობის შესასწავლად ის ანბანურ საწყისთან უნდა მივიდეს შესაჯერებლად. სიტყვის სხეული (გვამი) ერთი ინფორმაციაა, რომელი ერთი ინფორმაციითაც ჩვენ ყველამ უკვე მივიღეთ ნათელი!

"რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს."

 (I კორინთელთა თ12-13)

"და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ"

 (I კორინთ. 12-14) 

ძე-ღმერთის, სიტყვის საიდუმლო ზუსტად აქ დევს: მისი ერთი ნათლისღების პროცესიდან უნდა გადავიდეთ უფრო დიდ, ანბანით ანუ მამით ნათლისღების პროცესზე, რომლის მაღალინფორმაციულობის სიდიდე სწორედ "მრავალ ასოთგან" გამოდის. სწორედ ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩავწვდეთ იესოს სიტყვებს: 

"სიტყუათა, რომელთა გეტყჳ თქვენ, თავით ჩემით არა ვიტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა". 

(იოვანე 14-10)

იპოსტასი ძე არის მამა-ასონიშნებიდან ხორციელ ნაყოფად მოვლენილი სიტყვა. ასეთი სიტყვა სულიერი სამყაროს ინფორმაციებს ვერ გადმოსცემს, ამას აკეთებს მხოლოდ სიტყვაში მყოფი ასონიშნები, ანუ მამა. ზუსტად ამას სხვა კუთხითაც ამბობს წმიდა წერილი; სიტყვა კი არის ღმერთიო, მაგრამ: 

"არა სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაჲ"

(I კორინთელთა 4-20). 

ხომ დავინახეთ: სასუფეველს სიტყვა ინფორმაციულად ვერ იძლევაო! კიდევ ერთი:

"უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ"

 (იოვანე 5-31)  

ეს აზრი აქვე გრძელდება: "სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს". აქ იგულისხმება სიტყვაში მყოფი მამა. დასკვნად დავსძინოთ: სათქმელს სიტყვაში მყოფი ასოები ამბობენ და არა სიტყვა. გადავამოწმოთ ეს დასკვნა. მაგალითად, სიტყვა უფალი. ეს სიტყვა შედგება ხუთი ასონიშნისაგან. აბა, თუ ვიტყვით სიტყვას ისე, რომ მასში მყოფი ასონიშნები არ ვთქვათ? ვერ ვიტყვით! ღმერთი გვეუბნება, მიყურებთ და ვერ მხედავთ, გესმით და არა გაგეგებათ რა! საოცარია პირდაპირ, ვუყურებთ სიტყვას და მასში მყოფ ასონიშნებს ინფორმაციულად ვერ ვხედავთ, გვესმის სიტყვა ასონიშნებად ნათქვამი, მაგრამ სიტყვაში მყოფი ასონიშნებისა არა გაგვეგება რა!

დადგა დრო დავსვათ შეკითხვები: იცის ენათმეცნიერებამ და გრამატიკამ სიტყვაში მყოფი მამით ანუ ასონიშნებით ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციათა მეცნიერული ანალიზი? ან დღევანდელ მოძღვრებას თუ შეუძლია სიტყვის სახელით, მასში მყოფ მამას დაუსვას შეკითხვა და მიიღოს მისგან პასუხები? შეუძლია სიტყვაში მყოფი მამის აღთქმა შეასრულოს ინფორმაციულად? როგორ უნდა მოვიქცეთ, სად არის ხსნა? პასუხი თვით წმიდა წერილს აქვს, ხსნა (ახსნა და განმარტება) სიტყვის ჯვარცმაშია! სწორედ ესაა მამის ნება, სიტყვაში მყოფი ასონიშნების ინფორმაციულობის შესასწავლად სიტყვა ჯვარს უნდა ეცვეს. აი, წმიდა წერილის ყველაზე დიდი საიდუმლო!

იესო ამბობს, ანუ სიტყვა ამბობს: 

"უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარრვიდე". 

(იოვანე 16-7) 

"დაჰჴხსენით ტაძარი ესე". 

(იოვანე 2-19) 

ამბობს თავის სხეულის დაშლაზე 

"ღმერთმა ძე (სიტყვა) თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა". 

(რომაელ. 8-3) 

"ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა,

 რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა ".

 (რომაელთა 7-4)

ძე-ღმერთი სიტყვა გვეუბნება: მე სათქმელს ვერ ვამბობო, სათქმელს ჩემში მყოფი მამა იქმსო, მამის ნების აღსრულებად მე თუ არ წავედიო, ისე მამა სახელითა ჩემითა ვერ მოავლენს ნუგეშინის-მცემელს სული წმიდასო, ამიტომ თქვენც ცნობიერად სიტყვის ხორცითა მოკვდით მისივე ჯვარცმაშიო!

  "რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ,

სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან

(I იოვანე 5-7) 

პირდაპირ არის მითითებული, რომ სიტყვაში (ძე ღმერთში) არის მამაც და სულიწმიდაც. სიტყვაში მყოფი მამა არის ამავე სიტყვის ასონიშნები, მაგრამ სულიწმიდა? ჩავხედოთ მრწამსს: "სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს".   დავუკვირდეთ სიტყვის მომავლინებელ ანბანს ანი და ჰოეს, რა არის თითოეული ასონიშნიდან გამომავალი? ძნელი მისახვედრი არც ეს ყოფილა. თითოეულ ასონიშანს შეესატყვისება რიცხვთა ორი სათვალავის შესაბამისი ორი რიცხვი: რიგითი და რიცხვითი! ამ მსჯელობას შევაჯეროთ ისიც, რომ სწორ წმიდა წერილში მოსეს ერთ-ერთ წიგნს ჰქვია რიცხუთა. თუ კარგად გავაანალიზებთ რატომ რიცხუთა და არა რიცხვნი, მაშინ თვით სულიწმიდა გვიკარნახებს, რაშია საქმე: