გულის სიღრმიდან სათქმელი
ეს ის სათქმელია, რომელიც მეცნიერული განხილვის ნაწილში ვერ მოხვდებოდა. ის უფრო საკუთარი გულის ტკივილია, რომელიც არსებულ რეალობასთან შეგუების საშუალებას არ მაძლევს. რამდენად დიდი ერი ვყოფილვართ, ენისა და დამწერლობის სახით რამდენად დიდი მემკვიდრეობა შეგვხვედრია. ჩვენ, ქართველები (დღევანდელი ტერმინით ვამბობ, თორემ წმიდა წერილი ქალდეველების სახელით გვასახელებს) ქალდეველთა ენისა და ნაწერების მემკვიდრეები ვართ.
ძლევამოსილი ერი უნდა ვყოფილიყავით, როგორც ფიზიკური, ასევე ცნობიერი ძლიერებით. სწორედ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დანარჩენი მსოფლიოსთვის: ღირსების, ზნეობის, კულტურის, ცნობიერი ზეობის მაჩვენებელი. მაგრამ... წერილი ამბობს:
"ერი რომელი სხდა ბნელსა"
(მათე 4-16).
ჩვენზეა საუბარი,
"როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს"
(მარკოზი 13-14).
აქაც ჩვენზეა საუბარი. სიბილწისა და გაპარტახების ჭაობშია გადავარდნილი ჩვენი ძლევამოსილება. გვაქვს ასეთი რეალობა:
1. ბიბლიური კარნახით ქართული ენა (ლაზარე) მკვდარია.
2. ისტორია გაყალბებულია.
3. რჩეული ერის სტატუსი ჩამორთმეულია.
4. წმიდა წერილი წართმეულია და სამოსელ გამოცვლილია.
5. ტერიტორიები დაკარგულია.
6. ჭეშმარიტი ღმერთი „ანი და ჰოე“ დაგვივიწყებია და მის მიმართ მსახურება არა გვაქვს.
7. ვაღიარეთ სხვა ღმერთები და მსახურებითაც მათ მიმართ ვმსახურებთ.
8. დავმდაბლებულვართ და მთელი ერი ბნელში ვსხედვართ.
9. ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ვენახი იავარქმნილია, აღმოგვიცენებია იქ ეკალ-ბარდი.
10. ცნობიერად, ნაცვლად ღმერთისა, სატანის მსახურებად გადავქცეულვართ.
კიდევ ბევრი ნეგატიური რეალობის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც კიდევ უფრო დაგვამძიმებს და დაგვთრგუნავს. ვისი ბრალია ეს ყველაფერი? სასულიერო სწავლების?
ბრალეულობა მათ დანამდვილებით ეხებათ, მაგრამ ნაწილობრივ. ჩვენი ქვეყნის ცნობიერების მაფორმირებელი ეს "ინსტიტუტი", გვასწავლიდა ზნეობას, თავმდაბლობას, სინანულს, სიყვარულს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბნელში მჯდარ ერს სჭირდებოდა სულიერი ნათელი, მაგრამ ამ ნათელის მფლობელი წიგნი ვერ გახსნა. მათ არ ეყოთ მეცნიერული აზროვნების სიმაღლე. ვერ მიხვდნენ, რომ სწავლება გაუხსნელი წიგნიდან ერს ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს. ცალკეულ საუბრებში მხოლოდ ერთეულებმა გააანალიზეს, რომ გაუხსნელი და გახსნილი წიგნიდან გამომავალი ინფორმაციები ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ცა და მიწა. მათი მთავარი არგუმენტი წმიდა წერილის ფრაზები და წმიდა მამათა განმარტებებია. იმას ვერ მიმხვდარან, რომ წიგნის გაუხსნელობას იწვევს 7 ბეჭდის საიდუმლოს აუხსნელობა, ხოლო 7 ბეჭდის საიდუმლოთა ცოდნა არცერთ წმიდა მამას არა აქვს. ამიტომ ყველა არგუმენტი ნებისმიერი წმიდა მამის განმარტებისა არის არგუმენტი გაუხსნელი წიგნიდან. ასეთი სწავლება სასუფეველს არ იძლევა. ამ ინსტიტუტს ყოველგვარი მეცნიერული საწყისი დაუმდაბლებია და მასზე წინ დაუყენებია ბრმად რწმუნება-დაჯერების საკითხები. ასწავლის, რომ წმიდა წერილის პირველი წერილები მოსემ ებრაულად დაწერაო, მაგრამ ვერ გაუანალიზებია ელემენტარული მეცნიერული საკითხი: ებრაული დამწერლობა შეიქმნა მოსეს ეპოქიდან 1000 წლის შემდეგ. როგორ დაწერა მოსემ ებრაულად, თუ არ არსებობდა ებრაული დამწერლობა? სწავლებაში ასეთი ტიპის ელემენტები ტყუილის მსახურებაა, რომელიც მომაკვდინებელი ცოდვაა. როცა გაწერილია ბიბლიური მოცემულობა, რომ ლაზარე აღდგება ბოლო ჟამის უკანასკნელ დღეს, როგორ შეიძლება წმიდა წერილის წინააღმდეგ თქვა ასეთი სიცრუე: ეს უკვე მოხდა, იესომ გააცოცხლა ლაზარე.
თუ ლაზარე უკვე აღდგა, მაშინ (2000 წლის წინ) ბოლო ჟამის ბოლო დღე იყო? ამ ინსტიტუტმა ვერ გაარკვია წერილის წერის ორი მექანიზმი, ვერ გაიგო, რომ ეს წერილი ერთდროულად ორ სხვადასხვა ინფორმაციას გვაწოდებს. ხორციელი პასუხი ლაზარეს აღდგომაზე ღმერთის სულიერ ინფორმაციათა შეურაცხყოფაა. ეს წიგნი თვითონ ამბობს მოკვდით ხორციელი ინფორმაციებიდანო. სასულიერო სწავლება კი პირიქით იქცევა, რადგან არ იცის სულიერი წერის კანონები, არ იცის ამ წიგნიდან სულიერ ინფორმაციათა მიღების გზა, ამიტომ ხორციელი აზროვნებით მიღებული ინფორმაციებით მოაკვდინეს სულიერი ნაწილი. წერილით მითითებული მიმართულების, "მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა", ნაცვლად ისინი მკვდარ არიან სულითა მით ქრისტესითა. ეს გზა სასუფეველში არ მიდის, ამიტომ ყველაფერი "მი" ფორმით დაფარულში დატოვეს და ღმრთის სიბრძნე უხმარ მდგომარეობაში გადაისროლეს:
"ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს"
(ჰრომაელთა 3-12).
თვითონვე წერილ გვკარნახობს
"ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა"
(ჰრომაელთა 3-13)
როცა წერილის სულიერი ინფორმაციები არ გვესმის, მაშინ ყოველგვარი განმარტებები ენით ზაკვაა, მეზღაპრეობაა, მეღამპრეობაა, მუცელ-ქუმულობაა, სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას ეხმაურება ესაია:
"მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ.
არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა?"
(ესაია 8-19).
ეს საკითხი განსახილველად ძალზე მოცულობითია, ფაქტობრივად, თვით ამ წიგნზე მეტი გამოვა სათქმელი. უმეტესობა სასულიერო სწავლების წარმომადგენლები თავიანთი აზრით ალალად და წრფელი გულით ემსახურებიან ღმერთს, მაგრამ მეცნიერული ხედვის სიმაღლე არ აძლევთ საშუალებას ემსახურონ ღმერთს სულის მეცნიერებით. ეს მეცნიერება საკმაოდ რთულია, უმეტესობას ამ ცნობიერების მიღება არ შეუძლია, ამიტომ მათ ისე ვერ დავადანაშაულებთ, როგორც შეიძლება დავადანაშაულოთ მეცნიერები. გამოდის, რომ ჩვენი მეცნიერება ძალიან დაბალ დონეზე დგას. ბიბლიური წერილის ქართულ ფესვებს ვერ მიხვდნენ, ვერც იმას, თუ რა კავშირია წმიდა წერილსა (ქრისტესა) და ლაზარეს (ქართულ ენას) შორის. მარადიულობის არსს, რომ თავი დავანებოთ, ვერც ქრისტემდელ ეპოქაში დაადასტურეს ქართული დამწერლობის არსებობა. ამ ფონზე, პირდაპირ სასაცილოდ გამოიყურება ჩვენი მდგომარეობა, როცა მტკიცებულებითი ფორმით ცოცხლობს აზრი, თითქოს ქართველებს V - საუკუნეში დამწერლობა მაშტოცმა შეგვიქმნა.
წმიდა წერილი წინა ცივილიზაციის გზავნილია, რომელიც ცნობიერად ჩვენთან შედარებით გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგა. ფაქტობრივად, ეს წერილი ზე-მეცნიერული ნაშრომია, რომელშიდაც მთელი მათი მიღწევები და ტექნოლოგიებია დატანილი. ვინ უნდა მუშაობდეს ამ წერილთან, თუ არა მეცნიერები? როცა მეცნიერება ამ წერილს სხვათა შორის წიგნად თვლის, სადაც თურმე მხოლოდ რწმენით დაჯერება არდაჯერების საკითხებია დატანილი, რა პერსპექტივა რჩება კაცობრიობას გზავნილის ინფორმაციულად მიღებისა? არადა გარკვევით წერია ამ წიგნში:
"რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით"
(ფსალმუნი 46-8)
სად არის ამ დროს მეცნიერება? სად სრულდება ეს მეცნიერული გალობა?
წინა ცივილიზაციიდან, ზე-მეცნიერული, ქართული ცნობიერების წერილობითი გზავნილის გაუხსნელობაში ყველაზე მეტად ვინ უნდა დავადანაშაულოთ? რა თქმა უნდა, მეცნიერები. მაგრამ შერცხვენას ვერც სასულიერო სწავლება აიცილებს. ეს საკითხები ყველაზე კარგად თვით წმიდა წერილმა იცის, მე კი უბრალოდ სათანადო მიმდევრობით ვახმოვანებ მას:
"რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო"
(I კორინთელთა 1-19).
მეცნიერთა შეურაცხყოფა აქ აშკარად ჩანს, მაგრამ რას ნიშნავს სიბრძნე იგი ბრძენთაჲ? აქ ისევ წმიდა წერილი გვეხმარება:
"რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი"
(I კორინთელთა 1-21)
"რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა,
რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი"
(I კორინთელთა 1-17).
აქაც, აშკარად ჩანს "არა სიბრძნისა სიტყჳთა", რომ სიბრძნით მეტყველება ჯვარსუცმელი სიტყვიდან გამომავალია. ამ სიტყვით არ ხდება ღმერთის ცნობა. ასე რომ სიბრძნე ბრძენთაჲ ჯვარცმის კანონს დაუქვემდებარებელი სიტყვიდან მოდის, ზუსტად ამ სიბრძნეს გვაწოდებს დღეს სასულიერო სწავლება.
წინაწარმეტყველური სიტყვები: "წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო" მიმართულია როგორც მეცნიერების, ასევე სასულიერო სწავლების წარმომადგენლების მიმართ. წერილ არს, მათ წარწყმედა და შეურაცხყოფა არ აცდებათ. ვერ გეტყვით, ვის როგორ წარმოუდგენია ამ წინაწარმეტყველების აღსრულება, მაგრამ რაც მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ესაა: რაც დაწერილია, ახდება კიდეც.
დღეს ამ ორივე უწყებას (მეცნიერებისა და რელიგიის ინსტიტუტებს), თუ არ აჭარბებს, არც ჩამოუვარდება სახელმწიფო პოლიტიკური მმართველობა. წესით და რიგით ეს საკითხი ჩემი მეცნიერული მსჯელობის საკითხი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული ბიბლიური გატიალების სიბილწე მათ კისერზეა. ადათ-წესისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია "წმიდა ერის" გასატეხად, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება:
"ვიდრე არა მოვიდა ძუელი დღეთა და მსჯავრი მისცა წმიდათა მაღლისათა. და ჟამი მოიწია და მეფობა დაიპყრეს წმიდათა" (დანიელ 7-22).
ყველამ უნდა იცოდეს კარგად, სამსჯავრო მოახლოებულია, ვერანაირი ძალა და გავლენები ვერ უშველის ღმერთის სამსჯავროდან თავის დაღწევას. ამ ეტაპზე აღარ განვავითარებ მსჯელობას თუ როგორ ისჯება ადამიანი, სამომავლოდ კი ამ თემასაც სიღრმისეულად გავაშუქებ. რადგან წერია "მეფობა დაიპყრეს წმიდათა", ასეც მოხდება, მერე კი მოღალატეთა და ძვირისმოქმედთა საქმე ნამდვილად იქნება "შეშფოთებულად". აქვე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტიტუტებს კი არ ვებრძვი, არამედ ჩემი ბრძოლა მიმართულია უმეცრების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სავალალო მდგომარეობაში აგდებს.
იმედს გამოვთქვამ, რომ ეს წიგნი გახდება ახალი, წმიდა სულიერი ცნობიერების გამოჩენის საფუძველი. ჩვენს ქვეყანას ბიბლიურად დაუდგა ფაზა, როცა ყველაფერი რადიკალურად სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს. ღმერთმა ინებოს ამ სიკეთის დასაწყისი.
მადლი თქუენდა, მამისა ჩუენისა უფლისა იესო ქრისტეისა, ამენ!
P. S.
ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, 2020 წლის 27 ივლისია, დღეს მთავრდება ამ წიგნის დაწერა. სულ მიკვირდა, სასულიერო მწერლობაში რატომ კეთდებოდა აქცენტი ივლისის თვეზე. ბოლო წლებში მივხვდი ამ საიდუმლოს. მაგალითად, გასულ წელს, როცა დავიწყე წიგნზე მუშაობა, ზუსტად ვიცოდი, რომ წიგნის წერა დასრულდებოდა 2020 წლის 27 ივლისს. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ადამიანს თუ უნდა წიგნის წერა დაასრულოს რომელიმე კონკრეტულ დღეს, ის ამას შეძლებს. დავუშვათ, მე გავთვალე და წიგნის დაწერა დავასრულე ივლისის თვეში, მაგრამ როგორ მიხვდნენ 800 წლის წინ "დიდი ქართველები" იგივეს? ჩვენ ჯერ არ ვიცით არსთა სამყაროს კანონები, ვერ ხვდებით კანონს: მომავალში მოხდება ის, რაც უკვე მომხდარია. მაგრამ, რაც უკვე მომხდარია წერია წინაწარმეტყველებად წმიდა წერილში. მოკლედ რომ ვთქვა: ჩვენ აღვასრულებთ იმას, რაც დაწერილია. დაწერილს ჩაწვდა ი. შავთელი და შ. რუსთაველი (სხვა მწერლებს ამჟამად არ შევეხები), წერილმა მათ დაანახა მომავალი. მაგალითად, იოვანე შავთელი წერს:
„მზრდელ არს მონათა: ზეცით მონათა
ივლისის მზემან ზედ ლომსა ჯდომით.
ტომნი და ერნი, ყრმანი და ბერნი
ადიდებდიან შვებით და ხლდომით.“
ყველა უნდა ხედავდეს შავთელის მიერ დასახელებულ ივლისის თვეს, იმასაც უნდა ხედავდეს, რომ: „ტომნი და ერნი, ყრმანი და ბერნი“ შვებით ამოისუნთქავენო და შეუდგებიან სადიდებელსო. მაგრამ რას ნიშნავს: „მზრდელ არს მონათა“? როგორ გაზრდაზე საუბრობს შავთელი? ალბათ, ყველამ იცის ტერმინი „მონა ღმრთისა“. თუ სიღრმისეულად არ გვესმის მისი მნიშვნელობა, ის მაინც ვიცით, რომ სასულერო სწავლება მოითხოვს ვიყოთ მოშიში და მონა ღმრთისა (რას ნიშნავს ვიყოთ მონა ღმრთისა? ამ თემას ახლა ვერ განვიხილავ). შავთელი მონათა ზრდაზე გვესაუბრება, რუსთაველი კი ამბობს: „ათავისუფლე მონები“. თუ აზრს ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდით, გარკვევაში დაგვეხმარება უფლის სიტყვები:
"არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი.
ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ"
(იოვანე 15-15).
ყველამ კარგად უნდა გაიგოს: თუ იპოსტასი ძით მივყვებით წმიდა წერილს, ვართ მონები ღმრთისა (არ გვესმის წმიდა წერილის, ამ დროს ეს წიგნი გაუხსნელია). ხოლო თუ იპოსტასი მამით მივყვებით იგივე წერილს, მაშინ ჩვენ ვხდებით მეგობარ ღმრთისა. უკვე უნდა გვესმოდეს დიდი ქართველების, რას ნიშნავს: "ათავისუფლე მონები", "მზრდელ არს მონათა". აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ აქ საუბარია ცნობიერ ზრდაზე, კაცობრიობამ უნდა მიიღოს „ახალი სულიერი“ განათლება. შესაბამისად, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დატოვოს მონობა და გახდეს მეგობარი ღმრთისა. ამავე აზრს თვითონვე წმიდა წერილი გვითითებს, ჩვენ უკვე არაერთხელ მოვიყვანეთ ციტატები მასზედ, რომ 7 ბეჭდით დაბეჭდილი წიგნი გაუხსნელია, ახლა წიგნის გახსნასაც შევეხოთ, წიგნის გაუხსნელობით დადარდიანებულ იოვანეს უცხადებს უფალი:
"ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან,
რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი"
(გამოცხადება 5-5).
აქ კარგად ჩანს ინფორმაცია წიგნის გახსნაზე, თავის მხრივ წიგნის გახსნა ახალი ცნობიერების გამოჩენას ნიშნავს, სწორედ ეს ცნობიერება გახდება მზრდელი მონათა. ასევე გამოჩნდა ალეგორიული სახელი ლომი, რომ ეს პროცესი ლომთან არის დაკავშირებული, ამიტომ ამბობს შავთელი "ზედ ლომსა ჯდომით". იმავე სახელს ასახელებს რუსთაველი:
„ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
მეფისა მზის-თამარისა...
შეგნებულად აღარ გავაგრძელე ციტატა, მინდა ერთ საკითხსაც შევეხო: "მეფისა მზის-თამარის" მიმართ რუსთაველს, რომელი ზმნა აქვს გამოყენებული? ხმარება? ხმარება შუბისა, გასაგებია (მაგრამ მაინც გაგებული არა აქვს მეცნიერებას), ხმარება ფარ-შიმშერისა, გასაგებია. მაგრამ ხმარება მეფისა მზის-თამარისა? ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შოთა რუსთაველის არ ესმის მეცნიერებას. ამ საკითხს, სიღრმისეულად აქ ვერ გავარჩევ, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, მზის თამარი არ აღნიშნავს თამარ მეფეს. რუსთაველმა უბრალოდ ისარგებლა მეფის სახელით და აჩვენა, მეორე შობის დედის, ქართული ენის სულიერი მოძღვრების სახელი: მარ-თა. (იხ. ძე წარწყმენდისა, გვ..). სწორედ ქართული ენის სულიერი ცნობიერების მოხმარებას აღნიშნავს ზმნა: "ხმარება". ბიბლიური წერილის მსგავსად, ისევე როგორც შავთელს, ასევე რუსთაველს მოწოდებული აქვს ალეგორიული სახელი ლომი. ახლა დავალაგოთ:
ბიბლიური წერილით - ლომი ხსნის წიგნს.
შავთელის კარნახით - მონათა ცნობიერი ზრდა ხდება ლომსა ჯდომით.
რუსთაველის კარნახით - ქართული ენის სულიერი ნაწილის მოხმარება ლომსა შვენისო.
საქართველოს ტოტემია ლომი, თან ორი ლომი. ახლა ვერ განვიხილავთ, რას ნიშნავს ლომი, რატომ არის ის ორი, რომელი რას აღნიშნავს და ა. შ. ამჟამად უბრალოდ დავინახოთ, რომ სასულიერო მწერლობას დასახელებული ჰქონია ივლისის თვე, ასევე ნაჩვენები აქვს ის ლომი, რომელიც ბიბლიური წერით მოწოდებულია წიგნის გამხსნელად.
მაგრამ ახლა შევეხოთ თემას, რატომ ვუკავშირებ წიგნის წერის დასრულებას 27 ივლისს. ჯერ ვიხილოთ დასკვნა N.., (იხ. სულიერი წერის სტრუქტურა, გვ..). ბიბლიური წერით წყალი (მდინარე, ზღვა) აღნიშნავს ხორციელ განათლებას. წყლით ნათლიღება არის ხორციელი ცნობიერების მიღება. დღეს ამ წყალმა დაფარა სრული ქვეყნიერება, ანუ კაცობრიობა ცნობიერად ახლა იმყოფება „წყლით რღუნის“ ფაზაში. იესოს მიერ ნაჩვენები წყლის დატოვების გზა მიუღებელია. სულიერ ცნობიერებას არსად დასაყრდენი არ აქვს და მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ "აღთქმის კიდობანშია". ეს კიდობანი (წმიდა წერილის კოდირებული წერის სისტემა) წყლისაგან დაცულია, უბრალოდ არსად არა აქვს „ნავსაყუდელი“, რათა მიადგეს, რომელიმე წყლისაგან გამოთავისუფლებულ ადგილს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ხორციელი განათლების სისტემამ, "წყალმა" ყველაფერი დაფარა. წმიდა წერილი, რომელიც წარმოადგენს სულიერების დამტევ კიდობანს (აღთქმის კიდობანი, რომელიც ზევიდან ჩამოდის. ე. ი. ეს კიდობანი ცნობიერია) ეძებს უწყლო ადგილს, ანუ ეძებს თავისი სულიერი ცნობიერების დასავანებელ ადგილს. წერილი ამბობს, ასეთ ადგილ პოულობს და იცით როდის?
"და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა"
(დაბადება 8-4).
ხომ გარკვევით ჩანს 27 ივლისი? ახლა ვნახოთ რას უნდა აღნიშნავდეს "მთათა ზედა არარატისასა". ჩვენ უკვე არა ერთხელ შევეხეთ საკითხს, სადაც ვაჩვენეთ, რომ ერთადერთი განსაკუთრებული ბიბლიური მთა არის ასო-მთა-ვარი. მთავარი მთა არის ასომთავრული. შესაბამისად, უნდა ვხვდებოდეთ, სხვა დამწერლობათა ანბანები გვევლინება, როგორც სხვა მთები. ყველა ამ სხვა მთებს ზედა დადგა კიდობანი (უნდა მივხვდეთ სხვა დამწერლობათა მთათა ზედა დადგა), მაგრამ რას გვეუბნება სიტყვა არარატისასა? შევხედოთ ქართული ანბანური საზომით: