გაუხსნელი წიგნის გასაღები
კიდევ ერთხელ მომიწევს გამეორება, რომ ბეჭედთა საიდუმლოთი დაბეჭდული წიგნი გაუხსნელია, მაგრამ თემის გასაშლელად ვთვლი, რომ საჭიროა გამეორება:
"და ვიხილე მარჯუენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა" (გამოცხადება 5-1).
"და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ:
ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განჴსნად ბეჭედთა მისთა?"
(გამოცხადება 5-2)
"და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის,
და არცა მიხედვად მისა"
(გამოცხადება 5-3).
"და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა"
(გამოცხადება 5-4).
თვით იოვანე აღნიშნავს: "და მე ვტიროდე ფრიად“, დიახ დანამდვილებით სატირალია (რატომ არის სატირალი, ამ თემას აქ ვერ განვავითარებ), რომ 7 ბეჭდით დაბეჭდული და ამჟამად გაუხსნელი წიგნი არის წმიდა წერილი. ამ წიგნის გახსნას ჭირდება სულიერი წერის საიდუმლოთა ცოდნა, რომელის ცოდნაც ამჟამად კაცობრიობას არ გააჩნია. ამ დროს სულიერი წერის კანონები მოწოდებულია ამავე წიგნით.
ბევრი რამ დაწერილა მეცნიერთაგან, მოძღვართაგან, ბევრი განმარტებაც არის გაცემული წმიდა წერილის ტექსტებზე, მაგრამ ამ წიგნის ჭეშმარიტების ფესვები, როგორც ციტატებიდან ჩანს, დღემდე ვერ გვიხილავს. წინააღმდეგ შემთვევაში წმიდა წერილი გაუხსნელ წიგნად არ ჩაითვლებოდა. წმიდა წერილი სიტყვას ასახელებს ძე ღმერთად, როცა ძე ღმერთი ამბობს მამა ჩემშია, უნდა გვესმოდეს ასე: სიტყვა ამბობს მამა ჩემშია. ეს სიტყვა იმასაც ამბობს, სთხოვეთ მამას სახელითა ჩემითა და მისგან მოიღეთ პასუხებიო. ეს კი ნიშნავს: სიტყვის სულიერ ინფორმაციათა პასუხები, ამავე სიტყვაში მყოფ მამას გააჩნია. დღეს არც მოძღვრებამ და არც მეცნიერებამ არ იცის რა არის სიტყვაში მყოფი მამა, შესაბამისად, წმიდა წერილის სულიერ ინფორმაციათა გზა ჩვენთვის უბრალოდ დახშულია. ახლა შევეცდები ავხსნა რაშია საქმე, თან ახსნასთან ერთად მოვაწყობ ერთ-ერთი სიტყვის განხილვას. მაგალითად, სიტყვა წინასწარმეტყველი. ალბათ თითოეული ჩვენთაგანი დარმუნებულია, რომ ეს სიტყვა, რაც ზემოდ დავწერე სწორად არის დაწერილი. სულიერი წერის კანონი გვეუბნება ეს სიტყვა არ არის სწორი, ამ სიტყვაში ზედმეტია ასონიშანი "ს", შესაბამისად სწორის სიტყვა:
წინაწარმეტყუელი, წინაწარმეტყუელება
თუ ძველ ხელნაწერებს ჩავხედავთ (მცხეთური ხელნაწერები, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების რედაქცია), ეს სიტყვა სწორედ ასეთი ფორმით არის მოწოდებული. წმიდა წერილით ასევე ცალკე სიტყვად არის მოწოდებული ამ სიტყვის ნაწილი, წინაწარ:
"და ვითარცა-იგი წინაწარ თქუა ესაია"
(ჰრომაელთა 9-29)
რადგან ცალკე სიტყვად წერილითვე მოწოდებული "წინაწარ“, ამიტომ საკვლევი სიტყვის მეორე ნაწილი მეტყუელი დროებით გვერდზე გადავდოთ და ჯერ განვიხილოთ რას აღნიშნავს სიტყვა წინაწარ. პირველ რიგში ვაჩვენოთ ამ სიტყვის სამება, ამავე წიგნით მოწოდებული მაქვს, რომ სიტყვაში მყოფი მამა არის ამავე სიტყვაში მყოფი ასონიშნები (იხ. სულიერი წერის სტრუქტურა გვ..). ჩემს მიერ მოწოდებული დამწერლობითი სამების მოდელით ვაჩვენებ საკვლევ სიტყვას:
მამა - ა ა ი ნ რ წ წ
ძე - წ ი ნ ა წ ა რ
სულიწმიდა - სიტყვაში ასონიშანთა დალაგების კანონზომიერება
სიტყვაში ასონიშანთა დალაგების კანონზომიერებას განსაზღვრავს სულიწმიდა, რომელიც აკონტროლებს ასონიშანთა ანბანური თანმიმდევრობის ამ წყობიდან - ააინრწწ, ასონიშანთა გადალაგებას დასრულებული სიტყვის ამ ფორმამდე - წინაწარ. ეს ძალზე რთული კანონია, რომელიც დაქვემდებარებული აღმოჩნდა ანბანით მოწოდებულ რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებზე. ამჟამად კაცობრიობას არ ესმის ასეთ კანონზომიერებათა სისტემის არსებობა და მეცნიერულად სიტყვის მოწყობა (წარმომავლობა) მიღებული აქვთ სტიქიურად, მასში ასონიშანთა დალაგების ყოველგვარი კანონის გარეშე.
გავიხსენოთ მრწამსით მოწოდებული სულიწმიდის განმარტება:
"მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა...
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანისიცემების და იდიდების"
გარკვევითაა ნათქვამი, სულიწმიდა არის მამიდან გამომავალი. უკვე აღვნიშნე სიტყუისა თანა მყოფი მამა არის ანბანური ასონიშნები. ამ ასონიშნებიდან გამომავალი სულიწმიდა არის ანბანით მოწოდებული რიცხვთა სისტემის კანონზომიერებანი. ეს მოდელი უკვე განხილული მაქვს (იხ. სულიერი წერის სტრუქტურა). ზემოდ აღნიშნულის გათვალისწინებით, წინადადებაში:
მამისაგან სულიწმიდით მოვლენილი ძე
სულიერი მნიშვნელობით ნიშნავს, ასონიშნებიდან რიცხვითი სისტემის კანონზომიერებებით აგებულ სიტყვას. ამ წინადადების კიდევ უფრო მეტი ღრმა სულიერი შინაარსი გვკარნახობს: მამა არის ქართული ანბანი ანი და ჰოე, სულიწმიდა ამ ანბანიდან გამომავალი რიცხვთა სისტემის კანონზომიერებანი, მოვლენილი ნიშნავს აგებულს (დაწერილს), ხოლო ძე არის სიტყვა ღმრთისა. ყველაფერი ერთად აღებული და გაანალიზებული გვაძლევს ასეთი დასკვნის გაცემის საშუალებას:
დასკვნა N.. წმიდა წერილი არის ქართული დამწერლობითა და მისივე ანბანური საზომი რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებით მოვლენილი ღმრთის სიტყვა.
ახლა დამსწერლობითი სამების ეს მოდელი შევუფარდოთ ჩვენს საკვლევ სიტყვას
მამა - ა ა ი ნ რ წ წ
ძე - წ ი ნ ა წ ა რ
სულიწმიდა - ა-1, 1, ა-1, 1, ი-10, 10, ნ-14, 50, რ-19, 100, წ-31, 4000, წ-31, 4000
აი, ვაჩვენე სამების მოდელი: სიტყვა ნაყოფად (ნინაწარ), ასონიშნებად (ააინრწწ) და ასონიშნებიდან გამომავალ რიხვებად (1,1,1,1,10,10,14,50,19,100,31,4000,31,4000). დავიმახსოვროთ ეს ერთი კანონზომიერებათა სისტემა და მას შევუფარდოთ მეორე მოცემულობაც, რომ სიტყვა არის დათესილი მარცვლებად (იხ. სულიერი წერის სტრუქტურა).
უნდა ვირწმუნოთ წმიდა წერილით მოწოდებული სიტყვის ჯვარცმის კანონის შინაარსი (იხ. სიტყვის ჯვარცმის საიდუმლო), ასევე უნდა ვირწმუნოთ ზემოდ ნაჩვენები სიტყვის სამებით მოწყობის მოდელიც, გავითვალისწინოთ იგავიც მდოგვის მარცვალზე, რომელიც სიტყვის მარცვლებად დაყოფას გვითითებს. ამ ფონზე საძიებელი სიტყვა დავყოთ მარცვლებად და შემდეგ მარცვლებს ანბანური რიცხვთა საზომებით შევხედოთ.
წი - ნა - წარ
ჯერ განვიხილოთ მარცვალი "წარ". რადგან სრული სიტყვის მეორე ნაწილი არის მეტყველი (წინაწარ-მეტყველი), ამიტომ უნდა მივხვდეთ, რომ მარცვალი "წარ" უკავშირდება ერთი მხრივ "წინა"-ს და მეორე მხრივ მეტყველებას. ამ მხრივ ლოგიკურია ვიფიქროთ ის უკავშირდება რომელიღაც "წინა" წერილს და მისგან გამომავალ ინფორმაციებს. ამასთან ერთად ლოგიკურია ისიც, რომ წერილის საჩვენებლად, რატომ მოგვაწოდებდნენ "წარ" მარცვალს, როცა იგივე აზრს უფრო უკეთესად მოგვცემდა "წერ" მარცვალი, მაგალითად ასე წინა-წერ-მეტყველი. მაგრამ აქ არის ერთი საყურადღემო საკითხი, ამ შემთხვევაში საქმე გვექნებოდა ზოგადად რომელიღაც წერილთან და კონკრეტულ ერთ წერილზე ვერ მიგვანიშნებდა. ახლა შევხედოთ ამ მარცვალს ანბანური რიცხვითი საზომით: