ახალი საგალობელი
უხილავ არსთა სამყაროს ხილული ფორმით გადმოცემის ერთადერთი ფორმაა დამწერლობა. ამის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ეტალონური წერის დოკუმენტი "წმიდა წერილი“. ამ წერილით მოცემული თითოეული სიტყვა მაღალინფორმაციულობის გამო იწოდება ღმერთად. სწორედ სიტყვა არის ძე ღმერთი იესო ქრისტე. მას ორი ბუნება აქვს: ხორციელი და სულიერი. წმიდა წერილი თვით გვასწავლის რათა "ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა“, საჭიროა მოვკვდეთ ხორცითა მით ქრისტესითაო! ეს თავის მხრივ ნიშნავს: სიტყვის ის ბუნება, რომელიც გვაწოდებს ინფორმაციას ხორციელი გაგებით, უნდა მოკვდეს. მაგალითისთვის ავიღოთ სიტყვა "ლაზარე". ამ სიტყვის ხორციელი ბუნებით მიღება გვეუბნება _ ლაზარე ადამიანია და ის კაცის სახელს წარმოადგენს. სულიერი ბუნებით მიღებული ინფორმაცია ასეთია: ლაზარე ადამიანი არ არის, ის ქართული ენაა! წმიდა წერილს თუ დავუჯერებთ, ასე უნდა მოვიქცეთ: სიტყვის ნაყოფი რომ გამოვიღოთ, უნდა მოვკვდეთ იმ შემეცნებაში, რომელიც გვეუბნება ლაზარე ადამიანია. ამით განვთავისუფლდებით ამ სიტყვის "ზრახვითა ხორცისათა" და სიტყვის ხორციელი ბუნების მაცდურობა განსხმული იქნება! დაგვრჩება ამ სიტყვის მხოლოდ სულიერი ბუნება, რომელიც ამბობს - ლაზარე არის ქართული ენა!
სწორედ ლაზარე ქართული ენააო! - ეს იქადაგა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2011 წლის აღდგომის ეპისტოლეში; სწორედ ამას ბრძანებს იოანე ზოსიმე; თუ კარგად დავუკვირდებით, თვითონ წმიდა წერილიც იგივეს გვეუბნება გარკვევით! ამას კი გონების თვალით დანახვა უნდა. სამწუხაროდ, ამ აზრს ძალზე ბევრი უვიცი მოწინააღმდეგე ჰყავს როგორც ერში, ასევე ბერში.
შევხედოთ ამ აზრს მეცნიერული პლათფორმიდან და ვნახოთ, თუ როგორ გვისაბუთებს რიცხვთა სისტემა (ანუ სულიწმიდა) აზრს: ლაზარე ქართული ენააო!
ძე-ღმერთი სიტყვა (ამ შემთხვევაში სიტყვა ლაზარე) გვეუბნება, ჰკითხეთ სიტყვის სახელით, სიტყვაში მყოფ მამასო! სიტყვის მომავლინებელმა მამამ "ანი და ჰოე" ასომთავრულმა ანბანმა მოავლინა 6 ასონიშნით შექმნილი სიტყვა ლაზარე. სწორედ ამ სიტყვის შემადგენელი 6 ასონიშანი წარმოადგენს ამ სიტყვაში მყოფ მამას! შევეკითხოთ ამ ასონიშნებს, რა ინფორმაციას იძლევიან ამავე სიტყვის ფარგლებში? მამა სათქმელს სულიწმიდის მადლით გვეუბნება! დამწერლობითი სულიწმიდა, უკვე აღვნიშნეთ, რომ არის რიცხვთა სისტემა. დავწეროთ სიტყვა ლაზარე და დავაკვირდეთ შესაბამისობას ასონიშნები და ამავე ასონიშნების რიცხვები: