წყალი და ღვინო

ვინაიდან ქართული ენა წოდებულია მეორედ მოსვლისას განკითხვის ენად, ჩვენ შევეკითხოთ ზოგიერთი რამ ამ ენას. მაგალითად: ადამიანის სულისა და სხეულის ერთობლიობას ჩვენი ენა კითხვას უსვამს - ვინ? მაგრამ სულსა და სხეულს ცალ-ცალკე როგორი კითხვა დაესმის? განვიხილოთ ასეთი წინადადება:

კაცი გარდაიცვალა

სული წავიდა სასუფეველში

სხეული დაკრძალეს

სამი მარტივი წინადადებაა და შესაბამისად არსებით სახელებს თუ დავუსვამთ კითხვებს მივიღებთ ასეთ სურათს:  

გარდაიცვალა ვინ?

წავიდა სასუფეველში რა?

დაკრძალეს რა?

აშკარად ჩანს, რომ შეკითხვა ვინ არსებობს მაშინ, როცა სული და სხეული ერთადაა. ამ მაგალითში ისიც ჩანს, რომ სადაც არის შეკითხვა ვინ მასში არის შეკითხვა „რა”-ც! უფრო მარტივად ვთქვათ, თუ არსებით სახელს დაესმის კითხვა ვინ, მას აუცილებლად აქვს მეორე ბუნებაც, რომელსაც დაესმის კითხვა „რა”. რა-სული, რა-სხეულში იძლევა ვინ-არსებას. ვინ-არსება კი მხოლოდ ადამიანია. უფალი გვამცნებს ჰკითხეთ მამას, რომელიც გამოცხადების პირველ თავში ამბობს: „მე ვარ ანი და ჰოე”. ჩვენც ასე მოვიქცეთ ვკითხოთ „ანი და ჰოეს” რა არის _ ვინ? ანბანში ზედმეტად გონების დაძაბვის გარეშე შევამჩნევთ, რომ „ვინ” არის „ვ” ასონიშნის სახელი და ანბანური სამების მთლიანობა ასეთ კომპლექსს მიგვითითებს: