ქართული  დამწერლობის  უხილავი  ქერობინი  "ლი"


ლაზარე - ქართული ენის ყველაზე დიდი საიდუმლო არის ის, რომ არსთა სამყაროს ინფორმაცია და მისი კანონები ჩადებულია ამავე ენის წიაღში. ამ ინფორმაციების მიღებას ქართული ენის სიღრმისეული სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად შესწავლა და კოდირებული წერის დეკოდირებისათვის შესაბამისი გასაღების მოძებნა უნდა. წესით და რიგით დღეს მოხსენება უნდა შეხებოდა ქართული ენის მოწყობასა და აგებულებას. მაგრამ არის ერთი რამ, რომლის განხილვის გარეშე გაძნელდება ამ დიდი საიდუმლოს არსის ჩვენება. სწორედ ამ ენის სტრუქტურის ჩვენების შესავლად უნდა გავარჩიოთ სიტყვა "სული".

რა არის სული? ალბათ ყველა ჩვენთაგანს გარკვეული კონკრე­ტუ­ლი პასუხები გვაქვს. ვამბობთ ს-უ-ლ-ი, მაგრამ თუ დავფიქრებულვართ: ამ არსის გამოსახატავად, რატომ ვამბობთ ორმარცვლიან და ოთხ ასონიშ­ნიან სიტყვას? ეს ოთხი ასონიშანი, ანბანური წყობით ი-ლ-ს-უ რა კანონმა და­ალაგა ასეთი თანმიმდევრობით სული? შე­უძ­ლია დღევანდელ ენათმეც­ნი­ერებასა და გრამატიკას გასცეს ამ შეკ­ითხვაზე პასუხი?

სახარება გვითითებს მდოგვის მარცვალზე. ეს სიტყვა იქ წერია ასე: მდოგჳ! ასეთი ფორმით კი ის სიტყვის ხორციელი ბუნების მკარ­ნა­ხებელია. ე.ი. მდოგჳ-ს მარცვალი ანუ სიტყვის მარცვალი. სახარება გვკარნახობს, რომ კაცმა დათესა "მარცუალი მდოგჳსა" და არა მდოგვი. ეს თავის მხრივ გვიჩვენებს სიტყვის მარცვლის უპირატესობას ამავე სიტყვასთან შედარებით. სიტყვის (ღმერთის) ჯვარ­ცმას მივყავართ ამავე სიტყვის მარცვლე­ბამ­დე. სახარება კი გვეუბნება, რომ ამ მარცვალს შეუძლია აღმოაცენოს სიმართლის დიდი ინფორმაციული ხე. ჩვენი საკვლევი სიტყვა სული მარცვლებად იყო­ფა ასე: სუ-ლი. ჯერ შევეცადოთ და გავიგოთ რა არის "ლი". წმიდა წერი­ლი დაბადებით იწყება! ასე დაბადებით ხორციელ სამ­ყაროში შემოდის შვილი. თუ ქართულ ენას მივიჩნევთ ყველა საიდუმლოს დამტევად, მაშინ კიდეც მივენდოთ მას: სიცოცხლის აღ-წარმოების ჯაჭვი რომ არ გაწყდეს, ერთხორცად ქმნილ მამაკაცს და დედაკაცს, სიტყვა-ღმერთი კანონად ხომ ეუბნება შვი!-ლი. დიახ ჯერ-ლი! უნდა დაიბადოს. დაიბადა ლი. დედ-მამას ის, მიმართავს ასე: მშობე!-ლი. კვლავ ითხოვს შობას. აქ კონკრეტულადაა მითითება, რომ ხორციელად დაბა­დე­ბულ "ლი"-ს კიდევ ესაჭიროება შობა. ეს მომენტი ზუსტად მიჰყვება წმიდა წერი­ლის შინაარსს. 

"ადამ იცნა ევაჳ ცოლი თჳსი. და მიდ­გო­მილმან შვა კაინ" 

(დაბადება 4-1) 

  "და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ"  

 (დაბ. 4-2) 

მარცვლებს დავუკვირდეთ ჯერ "შვა" მერე კი "შო".

ახლა ახალ აღთქმაში. მარიამმა და იოსებმა "შვეს ძე" (მათე 1-21). თავის მხრივ იესო ეუბნება ნიკოდიმოსს "თუ მეორეჯერ ვერ იშობი", სასუ­ფეველს ვერ იხილავო! (იოვანე 3-3) აქაც იგივე: ჯერ შვეს, მერე კი შო.

ანბანური საფუძვლებით შევხედოთ ამ მარცვლებს: