მარადიული ენა და დამწერლობა
შეუცნობელია გზანი უფლისანი, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის, ალბად ხშირად მოგვისმენია და გვითქვამს კიდეც ასეთი რამ. ამით ქვეცნობიერად ვაღიარებთ, რომ ის რაც ღმერთმა იცის ჩვენთვის მიუწვდომელი და შეუცნობელიაო. თითქოს შევეგუეთ არ ცოდნას, ვამბობთ: ძის ჯვარცმა მამის ნებააო, მაგრამ არც ვიცით და არც ვეძიებთ მამის ნებას, რაში დასჭირდა მას ძის ჯვარცმა. ღმერთმა ადამიანს უბოძა გონება და უთხრა წმიდა წერილით:
"უგალობე ღმერთს მეცნიერებით"
(ფს.46-8),
იმეცნიერე, გახდი სრულქმნილი, როგორც მამაა ზეციერიო. ჩვენივე გონების შესაძლებლობაა შევიცნოთ ყველა საიდუმლო. დიახ, სწორი ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია მივწვდეთ ღმერთის იდეას. ჩვენი დღევანდელი ცნობიერება საწყისად განიხილავს სამყაროს შექმნას, ხოლო რა იყო სამყაროს შექმნამდე, ამას მატერიალურ საფუძვლებზე აღმოცენებული მეცნიერებები ვერ წვდებიან. სამყარო არის მატერიალურ და სულიერ არსთა ერთობა, შესაბამისად მთლიანობის შეცნობას ვერ შევძლებთ სულიერი აზროვნების ჩამოყალიბების გარეშე. მაინც რა იყო სამყაროს შექმნამდე? წმიდა წერილიდან აშკარად სჩანს, რომ სამყაროს შექმნამდე ჯერ იყო ღმერთის იდეა, შემდეგ კი ნება. სულიერი ხედვა და სწორი ანალიზი იძლევა საშუალებას გავცდეთ სამყაროს შექმნის საწყისს, მივწვდეთ ღმერთის იდეას და ცნობიერად აღმოვჩდეთ იქ სადაც მარადიულობაა. რეალური სამყაროს მოწყობის კანონიკა სქემატური ნახაზის სახით უკვე ვაჩვენეთ შრომაში "მატრიცა" (აკრიბეთ ფეისბუქზე "მეცნიერება უკეთესი მომავლისთვის" და იხილეთ ნაშრომი მატრიცა). ეს ნახაზი აგვაგებინა წმიდა წერილთან შეჯერებულმა სამყაროს მოწყობის ძირითადმა პრინციპებმა: სამყარო არის ერთი, ის შედგება ორი სოფლისაგან (სულიერი და მატერიალური სამყარო), არსებობს დაბადება, არსებობს გარდაცვალება, ასევე არსებობს განკითხვა
(ნაშრომში ''მატრიცა'', იხილეთ ნახ. 5 )
ამჟამად გავცდეთ მატერიალურ საწყისს და იგივე თემაზე ვიმსჯელოდ მხოლოდ სულიერად. დღევანდელი რეალობა არის განხორციელებული იდეა ღმრთისა. ღმერთმა შექმნამდე იცოდა რასაც აკეთებდა, იცოდა მისი მსგავსება „ადამიანი“ დაბადებით უნდა შემოსულიყო ხორციელ სოფელში, შემდეგ გარდაცვალებით უნდა დაეტოვებინა იქაურობა, იცოდა ადამიანთა ქცევიდან გამომდინარე, რომ საჭირო იქნებოდა განკითხვა, იცოდა მის მიერ შექმნილი სამყარო უნდა ყოფილიყო ერთი და მას უნდა ჰქონოდა ორი სოფელი. ერთი სიტყვით "ნახ. 5“ სამყაროს შექმნამდე ღმერთის იდეაში იდო. სამეცნიერო ნაშრომით "მატრიცა" ორი წლის წინ დავასაბუთეთ, რომ „ნახ.5“ წარმოადგენს სამყაროსეული დამწერლობის სრულყოფილ ყალიბს. ამ ყალიბს პასუხობს მხოლოდ ქართული ასომთავრული ასონიშნები. (იხილეთ ვიდეო)
ახლა კი იგივეს გავიმეორებ სულ სხვა კუთხით, რადგან სამყაროს დამწერლობის ყალიბი სამყაროს შექმნამდე უკვე იდო ღმერთის იდეაში, რადგან ამ იდეიდან გამომდინარე სამყაროს მოწყობის კანონიკას ემთხვევა მხოლოდ ქართული დამწერლობის მოხაზულებები, ამიტომ დასკვნა ასეთია: იდეა ქართული ასონიშნების მოხაზულობებზე გაჩნდა არა სამყაროს შექმნის შემდეგ, არამედ მის შექმნამდე. ქართული ასომთავრული ასონიშნები სტიქიურად კი არ მოუხაზავს ვინმეს, არამედ ცნობიერად, შეცნობილი ღმერთის იდეა და სამყაროს მოწყობის კანონიკა დაუტანია ფურცელზე. ვთქვათ უფრო კონკრეტულად: ქართული დამწერლობა სამყაროს დოგმატური კანონზომიერებათა გამოძახილია და შესაბამისად ეს დამწერლობა შეეძლო შეექმნა მხოლოდ იმას ვინც ნაზიარები იყო ღმერთის იდეას სამყაროს მოწყობის შესახებ. ეს კი უკვე პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 4000 წლის წინ მკვდარ ლაზარეს (ქართულ ენას) ჰქონდა ზუსტად ისეთივე დამწერლობა, როგორიც გვაქვს დღეს. ეს დოგმაა, დიახ! ღმერთის იდეიდან სამყაროს მოწყობის კანონიკაში ჩადებული მარადიული დამწერლობის დოგმა და ამ დოგმას ჰქვია ასომთავრული დამწერლობა. მივცეთ ამ დასკვნას კვალიფიციური განმარტება: სამყარო არის ერთი, ეს სამყარო გაწონასწორებულია მრავალი და ურთულესი კანონზომიერებებით. მიუხედავათ ამ კანონზომიერებათა სიმრავლისა, მაინც ეს ერთი სამყარო გაჯერებულია ასევე ერთი კონკრეტული კანონთა სიმრავლით. ანუ: საიდანაც არ უნდა ვიკვლევდეთ სამყაროს, დედამიწიდან თუ მარსიდან, ირმის ნახტომისა თუ ანდრომედას გალაქტიკიდან, მნიშვნელობა არა აქვს საერთოდ, სამყარო ყოველთვის იქნება ერთი, ასევე იქნება ერთი კანონთა სისტემით. მეცნიერები ამბობენ, რომ მზის სისტემის ასაკია 4,5 მილიარდი წელი, მიუხედავათ ასაკისა, როცა არ უნდა შეექმნა ღმერთს სამყარო თავისი მსგავსების "ადამიანის" სამკვიდრებლად, 10 თუ 100 მილიარდი წლის წინ, აქაც ასევე საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა: სამყარო მაინც იქნებოდა ერთი, ადამიანი დაბადებით შემოვიდოდა, გარდაცვალებით გავიდოდა, იქნებოდა განკითხვა და ა.შ. აი, ეს არის დოგმა, რომელიც მარადიული ღმერთის მარადიული იდეით არის მოცემული. ნიუტონმა მიზიდულობის კანონი კი არ შექმნა, არამედ აღმოაჩინა, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ კანონი ნიუტონამდეც იყო. მსგავსად ამისა შეიძლება ვთქვათ: სულიერ არსთა სამყაროს მარადიულად აქვს თავისი დამწერლობა. როცა ცივილიზაციას დაუდგება მაღალი განვითარების ეტაპი, მიაგნებს ამ დამწერლობას და გადმოიტანს ფურცელზე(ნიუტონის მიზიდულობის კანონის მსგავსად). მარადიულად, ნებისმიერ ეტაპზე, არსთა სამყაროსა და ღმერთის იდეაში ეს დამწერლობა სულ არსებობს, უბრალოდ ღმერთის მსგსვსება "ადამიანს" აქვს ეტაპები, როცა შეცნობილი აქვს ეს დამწერლობა და როცა არ იცნომს მას. არ ცოდნის ფაზის შემდეგ, როცა ადამიანი გაიცნობს ამ დამწერლობას ყოველთვის მივა დამწერლობის დოგმასთან და მიხვდება: სამყაროს აქვს ერთი დამწერლობა, რომელიც ყოველთვის იყო, ახლაც არის და მომავალშიც სულ იქნება. ეს დამწერლობაა "ანი და ჰოე". განა იგივეს არ ამბობს წმიდა წერილი:
"მე ვარ ანი და ჰოე ამბობს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს"
(გამოც.1-8)
მარადიული დამწერლობა ანი და ჰოე არის, იყო და იქნება! რადგან ამ დამწერლობას იყენებს ქართული სამეტყველო ენა, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: სამყაროს ერთი მარადიული ენა და დამწერლობა არის ქართული.
კიდევ ერთი მაგალითი: დავუშვათ დედამიწა იღუპება, სხვადასხვა ერმა სხვადასხვა პლანეტაზე გაქცევით თავი გადაირჩინა. ასევე დავუშვათ, რომ გადარჩენილთა შორის ერთიც არ არის ქართველი. უფრო მეტიც, არავინ არ იცის ქართული ენა და დამწერლობა. რომელ პლანეტაზეც არ უნდა განვითარდეს შემდგომში ცივილიზაცია, სამყაროს მოწყობის კანონიკას ყველა დაინახავს ერთნაირად. ბოლოს განვითარების მაღალ საფეხურზე მდგარი კაცობრიობა მიხვდება რომ სამყაროს ძალზე რთულ და მრავალფეროვან კანონთა საჩვენებლად მათი ენა და დამწერლობა ვეღარ გამოდგება. ასევე მიხვდება მომავალი თაობის სწავლებისათვის, რათა ასწავლოს თუ რა არის ხილულ-უხილავი სამყაროს ერთობა, აუცილებლად საჭირო შეიქმნება: ერთ დამწერლობაში გააერთიანოს ხილული და უხილავი დამწერლობა. ერთ დამწერლობას უნდა მოემსახუროს ორი ანბანი, ერთით უნდა გადმოიცეს ხილული სამყაროს კანონები
("წიგნი ნაწერი მელნითა" 2კორინთელთა 3-3) და ამავდროულად ამავე დამწერლობაში უნდა იყოს უხილავი სულიერი დამწერლობაც ("წიგნი ნაწერი სულითა" 2კორინთელთა 3-3), რომელიც ასახავს სულიერი სამყაროს კანონებს. მოკლედ და კონკრეტულად მიხვდება, რომ საჭიროა უნივერსალური ენა და დამწერლობა, რომელიც პირდაპირ სამყაროს გამოძახილიდან გამოდის. ასეთი დამწერლობის ეტალონური მაგალითია მხედრულ-ასომთავრული დამწერლობითი სისტემა, სადაც მხედრული წერს და წარმოადგენს წერილის ხორცს, ხოლო ასომთავრული წარმოადგენს ამავე წერილის სულს და ის უხილავად რჩება წერილში. ასე, რომ ყველა სხვადასხვა პლანეტაზე წასული ადამიანთა მოდგმა იხილავს რა სამყაროს ერთი და იგივე კანონიკას, შესაბამისად ერთი და იგივე დამწერლობაზე გადავა და ასევე "ახალი ენით" ("ენათა ახალთა იტყოდიან" მარკოზი 16-17) ამეტყველდება. ნუ დავარქმევთ ამ ენას ქართულს, ის სამყაროს ენაა და ყველასია. ერთ დროს ეს ენა, ერთ ენაზე მოუბარი მსოფლიოს ენა იყო. უბრალოდ წარღვნამდელი ცივილიზაციის სასჯელი ღმერთიდან დაწესებული, სხვადასხვა ენაზე ამეტყველება იყო. შემდგომში ეს ენა ყველამ დაივიწყა. ჩვენ კი, მთელი ერი ღმერთის ნებართვით აღმოვჩნდით ამ ენის მცველები, დიახ ბიბლიური მცველები გრა-ალისა. ენისა რომელსაც მიბარებული აქვს ცეცხლითა და სულიწმიდით ნათლობის (განათლების) შესაძლებლობა. დაგვიცავს რა, ადათ წესი, მამული, სარწმუნოება და რაც მთავარია ენა, ამით მსოფლიოს შემოუნახეთ უდიდესი სიწმიდე. ქართული ენა და დამწერლობა არის ღმერთისაგან დაწესებული სამყაროსეული დოგმა. სამყაროს ეს ერთი ენა "ლაზარე" აღდგება, ამ პროცესს წინ ვერავინ აღუდგება, ვერც რუსი და ვერც ამერიკელი, ვერც დედამიწიელი და ვერც უცხოპლანეტელი. მარადიული დამწერლობა, წმიდა წერილით ღმერთად წოდებული "ანი და ჰოე" ჩვენთვის ქართველებისთვის გასაგები და მისაღებია, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოს როგორ უნდა დაუსაბუთოდ ასეთი რამ? ჯერ მარტო ქრისტიანული რელიგიის ყველა მიმართულება მსგავს კონტექსტში ღმერთად ასახელებს „ალფა და ომეგას“. მხოლოდ ქართული წყაროები წმიდა წერილისა გვეუბნება "ანი და ჰოე". როგორ უნდა დავუსაბუთოდ დანარჩენ მსოფლიოს, რომ ყველა ბიბლიაში ნაცვლად "ალფა და ომეგასი" უნდა იყოს "ანი და ჰოე"? ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ღმერთმა ადამიანს უბოძა დიდი ანალიტიკური უნარის მქონე გონება. მას სწორი ანალიზის შემთხვევაში შეუძლია დაასაბუთოს თითქოს და შეუძლებელიც! ამ საკითხში გასარკვევად უნდა შევეკითხოთ სხვა რელიგიებსაც. ყველა მათგანი ამბობს: "ღმერთი არის ერთი". თქვენ წარმოიდგინეთ თურმე ფუნდამენტალურად (საფუძველშივე) ყველა მათგანი ამ ერთ ღმერთად ასახელებს "ანი და ჰოეს". ჯერ განვიხილოთ ისლამი, ამ რელიგიას ყველაზე მკვეთრად უჩანს მითითება "ანი და ჰოე-სკენ". ისლამის ფუძემდებელ მუჰამედს მოაქვს ახალი რელიგია, სადაც ღმერთის სახელია ალაჰ-ი. ჩვენმა ჯგუფმა ერთერთი ნაშრომით „მარადიული ქერობინი ლი“ უკვე აჩვენა ქართული დამწერლობის უხილავი მე-40-ე ასონიშანი "ლი", ასევე უკვე განვმარტეთ, რომ ხილული დამწერლობა ანი და ჰოე (აჰ) უხილავ ასონიშან "ლი"-სთან ერთად ქმნის ხილულ-უხილავი დამწერლობის მთლიანობას მოცულობით "ა-ლი". სწორედ ეს ალი წარმოადგენს ცეცხლით ნათლობის საფუძველს და მას "ანი და ჰოე" დამწერლობის საგანმანათლებლო ცეცხლი ანუ ალი ჰქვია. ამ ფონზე დავუკვირდეთ რა გამოუდის ისლამს: საგანმანათლებლო ალი "ანი და ჰოე" (აჰ) დამწერლობისა არის ღმერთიო. ალი-აჰ ანუ ალ-აჰ. აჰ (ასომთავრული) ანბანი თავისივე სულიერ მოცულობასთან (ა-ლი) ერთად წოდებულია ღმერთად. მათი დამწერლობა "მუჰამედი" არ წარმოადგენს "ანი და ჰოე"-დან გამოსულ დამწერლობას, ამიტომ მას "ძე" ღმერთად ვერ მოიხსენიებენ. გავიხსენოთ: მუჰამედს მამა მკვდარი ჰყავს და მას ზრდის ბიძა. (ისლამის ძირეულ დამწერლობას ზრდის ბიძად წოდებული სხვა დამწერლობა). ამ მუჰამედს მაინც და მაინც 40 წლის ასაკში (ასომთავრული დამწერლობის სრული მოცულობაა 40 ასონიშანი) ეცხადება ალ-აჰ-ი და უხსნის "აჰ" დამწერლობის მიმდევრობას. ამ მიმდინარეობის ფუძემდებელი არის მუჰამედი და ლინგვისტიკურად სწორი მართლწერით მიმდინარეობას უნდა ჰქვიოდეს მუჰამედიანელობა, მაგრამ რატომღაც ამ მიმდინარეობას ჰქვია "მ-აჰ-მადიანობა". (აქ ჩანს, რომ ბიძად წოდებული "ანი და ჰოე"-ს მიერ გაზრდილი მუჰამედი იძლევა "აჰ" გზის მიმდინარეობას). კიდევ უფრო მეტი: ისლამის წინარე რელიგია არის ზოროასტრიზმი, ხოლო მისი უზენაესი ღმერთი არის "აჰ-ურამაზდა". ( აქ გარდა "აჰ" მოცულობისა უნდა ვამჩნევდეთ კიდევ: რამაზ-არმაზ და მაზდა-მაზდი საფუძვლების კავშირს წინარე ქრისტიანულ საქართველოსთან). ეს ღმერთი ცეცხლით განკითხვის ღმერთია, დიახ ის საშინელი სამსჯავროს ცეცხლით განკითხვის ღმერთია, რომელიც ჯერ ყველა მკვდარს აღადგენს ხორციელად და შემდეგ განიკითხავს. (ეს ფრაგმენტი წმიდა მართლმადიდებლური ქრისტიანული მოტივია, განა ასე არ არის სწავლება ჩვენი მოძღვრებითაც) შევაჯამოთ: ისლამი "ანი და ჰოე"-ს აღიარებს ღმერთად და ამბობს ალ-"აჰ"-ი. მისი წინამორბედი რელიგიაც ამასვე იმეორებს აჰ-ურამაზდა. ხოლო ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი იძლევა რელიგიური მიმდინარეობის გზას მ-აჰ-მადიანობას. ჩვენ საღი გონებითა და სწორი სულიერი ხედვით უნდა დავინახოთ ისლამში ანი და ჰოეს ღმერთობა. ყველაზე მეტად სწორედ ისლამია გაჯერებული მარადიული ერთი ღმერთის "ანი და ჰოეს" აღიარებით. სწორედ ამიტომაც რუსთაველი გვკარნახობს: ტარიელს (ანუ წმიდა წერილს) თავისი სატრფო ნესტან-დარეჯანის (ანუ წმიდა წერილის სწორი სულიერი მოძღვრების) საპოვნელად ეხმარება ფატმან-ხათუნი (ანუ ისლამური სამყაროს სულიერი მოძღვრება). ახლა შევეხოთ მოკლედ სხვა რელიგიებსაც. იუდაიზმში ღმერთის სახელია ი-აჰ-ვე. სწორედ ამ სახელიდან მოდის დღევანდელი სახელი მათი ღმერთისა იაღოვა. მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ: ამ რელიგიის მომწოდებელ დამწერლობას არ აქვს ასონიშანი "ღ" და შესაბამისად როგორ შეიძლება მათ ღმერთს ჰქვიოდეს "ღ" ასონიშნიანი ფორმით სახელი იეღოვა? ამ რელიგიის ღმერთის სახელი დაზუსტებულად არის "აჰ" ასონიშნიანი ფორმით ი-აჰ-ვე. აქ მითითებული არის "ანი და ჰოე" დამწერლობის ღმერთობა. მათივე მოძღვრებით ძე ღმერთის სახელია იესო, იაჰვე კი მამის სახელად გვევლინება. ეს კი დამატებითი მტკიცებულებაა: იესოს ანუ წმიდა წერილის მომავლინებელი მამა არის "ანი და ჰოე" დამწერლობა. მსგავსი მდგომარეობა გვაქვს ინდუიზმშიც: მ-აჰ-აბჰარატა (თქმულება დიდ ბჰარატებზე, საგმირო და რელიგიური ეპოსი) ბრ-აჰ-მანიზმი თავისივე ერთერთი მთავარი ღვთაებით ბრ-აჰ-მათი, აღსანიშნავია მთავარი, რომ ბრ-აჰ-მა ითვლება სამყაროს შემქმნელად.. ინდუიზმშიდაც სჩანს "ანი და ჰოე" დამწერლობის ღმერთობა. აქვე ავღნიშნოთ ბუდისტური მ-აჰ-აიანა. ამ ყველა რელიგიური მიმართულების საფუძველი არის წმიდა წერილი ( ამ წერილს ვისაც რა უნდა ის უწოდოს ბიბლია, ყურანი, თორა თუ რაც არ უნდა იყოს). ყველა ძირითადი რელიგია, რომელიც ასახელებს ღმერთის სახელს, ამ სახელშივე საკვანძო მნიშვნელობით გვიჩვენებს "აჰ" ანბანურ სისტემას, ამავ დროულად ასახელებს კიდეც წმიდა წერილის მომავლინებელ დამწერლობა "ანი და ჰოე"-ს ღმერთად. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიმართლეზე თვალის გასწორება, არ შეიძლება სხვა რელიგიებში ვეძებოთ "მხოლოდ შეცდომები", ასევე არ შეიძლება გაუაზრებლად ვთქვათ ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი და ა.შ. მთლიანად შეცდომაა. მითუმეტეს იმ დროს, როცა ისინი ჩვენს სიმართლეზე მოწმობენ. მითუმეტეს იმ დროს, როცა ჩვენ გარკვევით გვიწერია: "მე ვარ ანი და ჰოე ამბობს უფალი ღმერთი" და ამას ჩვენ თვეთონვე ვერ ვაღიარებთ. იმ დროს, როცა სხვა რელიგიური მიმდინარეობები მკაფიოდ უთითებენ: ვაღიარებთ "აჰ" ღმერთსო! ამ ფონზეც კი ჩვენ ვერ ვხვდებით და ვერ ვაღიარებთ, რომ: ანი და ჰოე დამწერლობამ დაწერა და მოავლინა წმიდა წერილი. ზუსტად ამის დასამტკიცებლად ვაჩვენოთ კიდევ ერთი პრაქტიკული მაგალითი: განვიხილოთ სიტყვა "ტანი". რადგან მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი მოძღვრებაც გვისაბუთებს, რომ ძველი აღთქმა დაიწერა ებრაელთაგან და ახალი აღთქმა ბერძენთაგან, შევადაროთ ეს სიტყვა ებრაულ და ბერძნულ ანალოგებს. ებრაულად ტანი ასე ითქმის "გუფ", ხოლო ბერძნულად "სომა". სხვა ენებიც ვნახოთ: ტანი რუსულად ასეა "ტელო", ინგლისურად "ბოდი", არაბულად "რიქარად", თურქულად "ვუჯეთ". წესით და რიგით ებრაულ და ბერძნულ ენებს არ უნდა გავცდენოდით, მაგრამ ჯერ ჩვენ თვითონ დავრწმუნდით და შემდეგ ყველას გვინდა ვაჩვენოთ, რომ სიტყვა ტანი "ტან" ფუძით მხოლოდ ქართულ ენას აქვს. იგივე ეს "ტან" ფუძე იხმარება ქართულ სიტყვებში: ტანჯვა, სატანჯველი. გავიხსენოთ ედემიდან გამოძევებული ადამი სატანჯველშია განწესებული. სატან-დამსჯელს ჰყავს მიბარებული. აი აქ უკვე ამოტივტივდა ინტერნაციონალური სიტყვა „სატანა“, რომელიც უცვლელად, უთარგმნელად დამკვიდრდა ყველა დანარჩენ ენებსა და დამწერლობებში: სატანა, შათან, შაიტან, შაითან და ა. შ. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ენას ტანის აღმნიშვნელი სიტყვა თავისი აქვთ, რატომღაც სატანას ამბობენ ქართული "ტან" ფუძით და ვერც კი ხვდებიან, რომ სიტყვა სატანა განმარტავს მდგომარეობას, სადაც სული დათრგუნული და დაბმულია ტანით. კიდევ უფრო მეტიც, თუ მოვუსმენთ სახარებას:
"ჰრქუეს მათ ჰურიათა: ორმეოც და ექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა"
(იოვანე 2 – 20, 21)
მიეთითა თავისი გუამის ტაძარი. უნდა მივხვდეთ, რომ მითითებაა ტანზე. სწორედ ამ ტანთან მიმართებაში ფიგურირებს რიცხვი 46. თუ დავუკვირდებით ქართულ ანბანურ მწკრივში ასონიშანი "ტ" არის 21-ე, "ა" - პირველი, "ნ" მე-14-ე, "ი" მე-10-ე. შესაბამისად 21+1+14+10=46. მსგავსად ამისა ებრაული სიტყვა "გუფ" (ივრითის ანბანური რიგითობით) არის ჯამურად 26. ბერძნულში კი "სომა" ძველბერძნულით არის 60, ხოლო ახალით 55. ვერცერთ ენასა და დამწერლობაში ვერ ვნახავთ ტანის შესატყვისი სიტყვის შესაბამისობას 46-თან. მითუმეტეს კიდევ ერთი პატარა მაგალითი: დავუშვად გამოძიების დროს ხორცის პატარა ფრაგმენტზე შეიქმნა აუცილებლობა ჩატარდეს ანალიზი, რათა დადგინდეს ადამიანს ეკუთვნის ის თუ არა. 46 ქრომოსომის არსებობა ზუსტი მტკიცებულებაა, რომ საქმე ადამიანთან გვაქვს. აშკარაა ქართული სიტყვა ტანი, თავისივე რიცხვითი ნიშნულით 46, ზუსტად პასუხობს წმიდა წერილს, ქრომოსომთა რაოდენობას და ინტერნაციონალურ სიტყვას სატანას. მსგავსი არცერთ დამწერლობასა და ენას არ შეუძლია. ამ ფონზე პირდაპირ დაუჯერებელია ვითომ და ძველი აღთქმის დამწერმა ივრითმა, რომელმაც არ იცის "ტან" ფუძე, საიდან დაწერა ძველ აღთქმაში სიტყვა სატანა? ფიცი მწამს და ქართული ბოლო მაკვირვებს! ეს ძალზე პატარა მაგალითია, თითქმის უმნიშვნელო, რომელიც მოწმობს ქართული ენისა და დამწერლობის დომინანტობას სხვა ენებზე, მაგრამ ფურცელზე დატანილი არსთა სამყაროს კანონიკა "მატრიცა" და მისი კავშირი მარადიული დამწერლობის დოგმასთან, რომელსაც ჰქვია ასომთავრული დამწერლობა, ეს უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, თუ რომელ დამწერლობას შეეძლო წმიდა წერილის მოვლინება. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ ქართული ენისა და დამწერლობის მარადიულობა. ავღნიშნეთ, რომ არსთა სამყაროს იდეაში ის სულ იყო, მასზე ვერ მოქმედებს ვერც დრო და ვერც სივრცე. ქართული დამწერლობა არ შეეძლო შეექმნა ვინმეს (როგორც ნიუტონს არ შეეძლო შეექმნა მიზიდულობის კანონი) ამ დამწერლობის მხოლოდ აღმოჩენა შეიძლება, მისი წაშლა და განადგურება არ შეიძლება ისევე, როგორც ღმერთისა.
ჩვენს ერს ღმერთის იდეასთან და არსთა სამყაროს კანონებთან ერთი საწყისი გვაკავშირებს, ესაა ჩვენი ენა და დამწერლობა.
დიახ, ჩვენ ღმერთის ერი ვართ, მდაბალი და დაწუნებული, ჩვენივე სიგლახითა თუ მტრის ძალადობით, რომელსაც ენა ლაზარე მკვდარი ჰყავს, წართმეული აქვს წმიდა წერილი, ტერიტორიები, გაბნეული ჰყავს ხალხი, გაყალბებული აქვს ისტორია.
კიდევ უფრო მეტის თქმა შეიძლება ჩვენს გაუბედურებულ მდგომარეობაზე, მაგრამ არის ისიც რომლის საფასურიც ყველაფერს გადაწონის. მთელი ერი გრაალის მცველები ვყოფილვართ, სისხლის უკანასკნელი წვეთებით ვიცავდით ენას, მამულს, სარწმუნოებას. დიდი მსხვერპლისა და გაჭირვების ხარჯზე დღემდე მოგვიტანია არსთა სამყაროს (ედემის) გასაღები "ანი და ჰოე". სწორედ ეს "ანი და ჰოე' იქნება, რომელიც მოსწმენდს თავის ერს თვალიდან ცრემლს და გადააქცევს მთელი ქვეყნიერების წინამძღვრად.
ზაალ ლომსიანიძე, წმიდა წერილის მეცნიერული კვლევის საზოგადოება:
"მეცნიერება უკეთესი მომავლისთვის"