"ლაზარე-ქართული ენის" საიდუმლო


ქვეცნობიერად ალბათ ყველას გულის სიღრმეში გვიღვივის ნაპერწკალი, რომელიც ჩვენი ერის და ეთნოსის, ჩვენი ქართული სულიერების მუხტით არის გაღვივებული.

ძველი კოლხეთი, არგონავტიკა, ამირანის მითიური ამბავი, პირდაპირ გვითითებს, რომ ჩვენ არ ვართ უბრალო ისტორიის მქონე ერი. გავითვალისწინოთ დღევანდელი მეცნიერული მიკვლევებიც: კაზრეთში მიგნებულ იქნა მადნები, რომლებიც ოქროს მოსაპოვებელი დანიშნულებისაა, მეცნიერულად დადასტურდა, რომ ის ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულს მიეკუთვნება. წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ეს. როცა მსგავსი რამ თვით ეგვიპტეშიც არ არის ნანახი! უკვე ცნობილია მზიას და ზეზვას ისტორიაც, ისინი ოფიციალურად ჩაითვალნენ ევრაზიის პირველ ადამიანებად. ამით ისიც დასტურდება, რომ უძველესი ცივილიზაციის აკვანი არა სხვაგან და სხვა სახელმწიფოშია, არამედ ჩვენი ქართული მიწაა. ნეკრესის ხელნაწერებით დასტურდება, რომ დამწერლობა და კონკრეტულად ასომთავრული არა V საუკუნით წარმოადგენს საწყისს, არამედ ძვ.წ. IV-III საუკუნეებით თარიღდება. (ეს კიდევ ჯერჯერობით) საქართველოში ხრამის მთის კალთების გათხრებმა დაგვანახა, რომ 8000 წლის წინ ჩვენ ვაყენებდით ღვინოს, გვქონდა მევენახეობა! ახლახან თბილისში დიღმის შესასვლელში საავტომობილო გზის რემონტისას აღმოჩნდა ძვ.წ. 8-6 საუკუნეების სამარხები, ამით ის მითი, რომ თბილისის ადგილზე V საუკუნეებამდე უდაბური ტყე იყო დაიმსხვრა! რაც დრო გავა უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ ჩვენ ჩვენი ისტორია არ ვიცით სათანადოთ.

ახლა რელიგიური კუთხით მივუდგეთ საკითხს: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორ ერგო საქართველოს ქრისტეს კვართი (რომელიც მცხეთაშია) და ღვთისმშობლის კვართი (რომელიც ხობშია). პირდაპირ საინტერესოა დედა-შვილის სამოსელი რატომ მაინდამაინც საქართველოში? რა? ... ებრაელები ასეთ სიწმინდეებს უბრალოდ და არაფრისთვის ქართველებს გვჩუქნიან? დავუმატოთ ისიც, რომ ებრაელი მღვდელმოძღვრები იესოზე ამბობდნენ ჩვენთან არ უსწავლია და საიდან იცის ამდენიო?! ეს ხომ იმაზეც მოწმობს, რომ იესო ებრაული სწავლებისას გაზრდილი არ არის? ვთქვათ კიდევ უფრო მეტიც: ლაზარე ქართული ენააო, ამბობს ი. ზოსიმე! პატრიარქი ამასვე გვიმეორებს, თან იმასაც საქვეყნოთ ამბობს, რომ განკითხვა ქართულ ენაზე იქნებაო! დავფიქრდეთ: ლაზარე ქრისტეს მეგობარია, თან ბიბლიური წერილის მიხედვით ის ღმერთის ერთადერთი მეგობარია! ვიმეორებ: ღმერთი მხოლოდ ლაზარე _ ქართულ ენასთან მეგობრობს. რატომ არ უნდა გავიგოთ ეს პირდაპირ და კონკრეტულად! აი ასე: ღმერთი სხვა ენებთან კი არ მეგობრობს, არამედ მხოლოდ ქართულ ენასთან! თუ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ასე პირდაპირ და კონკრეტულად, მაშინ აღარც ის უნდა გვიკვირდეს, რატომ აღმოჩნდა დედა-შვილის კვართები საქართველოში! წმიდა წერილი გვამცნებს:                                                                                                                                                                                   "დაემკვიდრება ღმერთი მათ თანა და იგინი იყვნენ ერი მისა” და „ახოცოს ყოველი ცრემლი თუალთაგან მათთა"                           (გამოცხადება 21-3, 4) 

აქ მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთის თავისივე ერთან დამკვიდრებაზეა საუბარი. რომელი ერი უნდა ვიგულისხმოთ ამ შემთხვევაში, რომელ ერს უნდა მოეწმინდოს თვალიდან ცრემლი, რომელი ერი უნდა იქცეს შემდგომში "მთელი ქვეყნიერების მღდლებათ"? ანუ მასწავლებლებად, რომელი ენაა ღმერთის ერის ენა?

კვლავ წმიდა წერილს დავუგდოთ ყური: 

                                                              "ერთ პირი იყო ქვეყნიერება და ერთ ენაზე მოუბარი"                                                                  

(დაბადება თ. 11-1) 

საინტერესოა თუ იცის ვინმემ რომელ ენაზეა საუბარი? თუ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ის ენა ნამდვილად არ იყო ქართული, რატომ უნდა ვამტკიცოთ, რომ ის ენა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ქართული? უკვე აღვნიშნეთ: ღმერთი მხოლოდ ქართულ ენასთან მეგობრობს! იქნებ ის ენა სწორედ ლაზარე_ქართული ენა იყო? წმიდა წერილი ხომ თვითონვე გვამცნებს ლაზარე _ ქართული ენა 4 დღის ანუ 4000 წლის წინ მოკვდაო! 4000 წლის წინანდელი ჩვენ არ ვიცით, არც დანარჩენმა მსოფლიომ, იქნებ ზუსტადაც ჩვენ ქართულ ენაზეა საუბარი.

დღეს ჩვენ თამამად ვამბობთ ქართული ენა ძირეულად ვიცით, ვიცით მისი აგებულება, გრამატიკა, დიალექტი და ა.შ. მაგრამ წმიდა წერილი გვეუბნება რაც თქვენ იცით ის იმდენად უმნიშვნელოა ამ ენისთვის, რომ მას ბიბლიური ტერმინით მკვდარი ჰქვია. გულში ალბათ ყველა იტყვით, როგორ თუ მკვდარი? ეხლა ხომ ვსაუბრობთ და ვწერთ ამ ენაზე? მკვდარი ჰქვია იმიტომ, რომ როგორც რუსთაველმა ბრძანა "არ შეამოკლოთ ქართული", ქართული ენა წარმოადგენს მაღალი ინფორმაციული ერთეულის ენას, რომელიც წვდება ღმერთს! თუ მისი მაღალინფორმაციულობა ამჟამად მდაბალი და დაწუნებული არის არ ცოდნის გამო, ის ხომ ნამდვილად მკვდარი იქნება? უფრო სწორად ცოცხალ-მკვდარი! ამ ტერმინს მოგვიანებით განვმარტავ.

ვერავინ შეურაცხყოფს ადამიანს (თუნდაც მთელ ერს) ისე, როგორც საკუთარი თავი და თავისივე უმეცრება. მიზეზი ამისა წმიდა წერილში ჩადებული ინფორმაციების მიუღებლობაა! სამწუხაროდ დღევანდელი მეცნიერებები, მათ შორის ჩვენი ქართული ენათმეცნიერება ბიბლიას მეცნიერულ ნაშრომად არ განიხილავს. მთელი პრობლემაც ეს არის: მეცნიერებას ბიბლია ფუნდამენტური რწმუნების, სარწმუნო წყაროდ არ მიაჩნიათ, ხოლო სამღვდელოებას კი მხოლოდ რწმენით მაღალ მეცნიერულ სიმაღლეზე ასვლა არ შეუძლია. არა და წმიდა წერილი ბევრ ადგილზე ამბობს: იმეცნიერე, მეცნიერებით, იყავ სრულქმნილი, წიგნი სიბრძნისა, ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს! ამავე დროს საკმაოდ მარტივადაც წერია ღმერთის რაობა წმიდა წერილში: სიტყვა არის „ძე ღმერთი”, რომელიც ამბობს მამა ჩემშია! ე.ი. სიტყვაში არის მამა! "ძე ღმერთი" ანუ სიტყვა კონკრეტულად აღნიშნავს: სათქმელს მე არ ვამბობო, ჩემში მყოფი მამა იქმს საქმესაო! ბუნებრივია ისმის შეკითხვა რა არის სიტყვაში მყოფი მამა? ძე ღმერთი გარკვევით გვეუბნება 

                                                                                           "სთხოვეთ მამას სახელითა ჩემითა და მოგცემთ თქვენ"                                                                                        (იოვანე 16-23) 

ეს ჩვეულებრივი საქმეა, ჰკითხო სიტყვაში მყოფ მამას, ამავე სიტყვის სახელით! ამას ჩვენ ვერ ვაკეთებთ! იმიტომ, რომ არ ვიცით მამა! სწორედ ამის გამო უფალი გვსაყვედურობს კიდეც, მათ შორის სამღვდელოებასაც: 

                                                                         "აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა, ითხოვდეთ და მიიღოთ"                                                                        (იოვანე 16-24). 

ენათ მეცნიერებო დავიდოთ გულზე ხელი და ვთქვათ, თუნდაც საკუთარი თავისთვის: ვიცით სიტყვის მომავლინებელი მამა, რომელიც თვით სიტყვაშია? ვიცით ის, რომ სიტყვის ძირითადი ინფორმაციული მარაგი, ამავე სიტყვაში მყოფი მამიდან გამოდის? მეორედ მოსვლისთვის მოციქულები ასე გვამზადებენ: 

                                                                                                                    "მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა"                                                                                                                   (საქმე Iთ-4)

 თუ ჩვენ მამა მომავლინებელი სიტყვისა არ ვიცით, როგორ გავიგებთ სიტყვაში მყოფი მამით აღმოსათქმელ ინფორმაციებს? ეს ინფორმაციები ჩვენთვის ახლა მკვდარია, სწორედ ამის გამო შესაბამისად მკვდარია ჩვენი ენა ლაზარე!

მაინც რა არის მიზეზი იმისა, რომ ერთ დროს ცოცხალი ქართული ენა ახლა მკვდარია? ჩვენ რაღაც დავივიწყეთ და უსამართლოდ განვაგდეთ. და აი რა!  

"ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა,

და არავინაჲ არს სხვით ცხორება და არცაღა არს სახელი სხვათა ცასა ქუეშე მოცემული კაცთა,

რომელთამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა"

(საქმე 4-11, 12)

                                                            

გარკვევით არის ნათქვამი, რომ მაცხორებელი სხვა არაფერია, ხსნა და ცხორება, მხოლოდ ლოდშია, ვისარგებლოთ უფლის მითითებით: ვკითხოთ მამას სიტყვა "ლოდის" სახელით რას ნიშნავს ლოდი? (რიცხვები აქ აღებულია ასომთავრული ანბანის ორი რიცხვითი სათვალავიდან. ზედა არის რიგითი რიცხვები, ქვედა კი ასონიშანთა შესაბამისი რიცხვები.)