აპოკალიფსი

რომელიც ემსახურება მცდარი სწავლებების დასრულებას


 აქტუალური გახდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ შეცდომებზე რომლის გამო  განსაცდელში მყოფი კაცობრიობა შევიდა აპოკალიფსურ ფაზაში. რაც ახლა მსოფლიოში ხდება ის ბიბლიური წერილით მოწოდებული კანონზომიერებაა და ემსახურება ცნობიერების ცვლილებას. ის ცნობიერება შეიცვლება, რომელმაც წიგნი ვერ გახსნა და კაცობრიობას ვერ ასწავლა მართალის მადიდებლობა. "წერილ არს"! ანუ დაწერილია და ეს აღსრულდება კიდეც, ამ მოვლენას ჰქვია მეორედ მოსვლა.

მიუხედავად მრავალჯერადი კარნახისა, რომ ამ არეულ ჟამში არ ღირდა სასულიერო სწავლებში არსებულ შეცდომებზე საუბარი, კიდევ და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დღევანდელი რეალობაა, სიმართლისადმი სასულიერო წრის მცდარი  დამოკიდებულების გამო, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო იძირება ცნობიერ ჭაობში. დიახ, ეს ეხება დღევანდელ სასულიერო სწავლებას, ვეხებით სწავლებას და არა ყოფას (ყოფა ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს). ინსტიტუცია, რომელიც ვერ ახერხებს საგანმანათლებლო ნათელის სწორად სწავლებას, თავსაც იღუპავს და ქვეყანასაც ღუპავს. 

ადამიანთა გონება იმდენად ინდეფერენტული გახდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების ფაზაში სწავლების შეცდომებს არ აქცევს ყურადღებას, ყველა ყოფითი საკითხებითაა დაკავებული: ბიზნესი, ფული, კუჭი, სახლი, აგარაკი, მამულები. ვის ცალია იდეისთვის, თუ რატომ გააჩინა ღმერთმა? რა უნდა აკეთოს? სწორედ ადამიანთა გონების გასანთავისუფლებლად, რათა გაერკვეს დღევანდელ რეალობაში რა არის მთავარი, ღმერთმა მსოფლიო შეიყვანა აპოკალიფსში, შიში სიკვდილისა რეალურია და ამ შიშში ცხოვრობს ახლა კაცობრიობა. სანამ კაცობრიობა არ გაერკვევა სად დევს სიმართლე და ამ სიმართლის შესაცნობად რა ტიპის სწავლება სჭირდება, მანამდე კაცობრიობა იქნება აპოკალიფსურ ჯოჯოხეთში.

ერთადერთი რაც უნდა გაიგოს ხალხმაც და საპატრიარქომაც არის ის რომ: "გაუხსნელი წიგნიდან" მიმდინარე სწავლება დასამთავრებელია! ეს არის ღმერთის ნება, დიდი სიზუსტით წერია კიდეც გამოცხადებაში, მაგრამ:

"არავინ არს მართალ არცაღა ერთ" (ჰრომაელთა 3-10). იმიტომ რომ

"არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა" (ჰრომაელთა 3-11)

"ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს" (3-12)

"ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა" (3-13)

"რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს" (3-14).

"მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა" (3-15)

  "შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა" (3-16)

"და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს" (3-17). 

 "არა არს შიში ღმრთისაჲ" (3-18).

ეს ეხება ყველას, მათ შორის საპატრიარქოსაც. დიახ, არც მათ აქვთ 'შიში ღმრთისაჲ".  გადახედეთ ქვეყნიერებას და გაეცით პასუხი: რაც დაწერილია ხდება ამჟამად მსოფლიოში თუ არა!!!

სანამ კაცობრიობა არ შეიცნობს იმას, რაც ახლა არა იცის ("გზაჲ მშჳდობისაჲ"), მანამ მსოფლიოში არ დალაგდება არაფერი.

ეს ღმერთის ნებაა!

ნება შემდეგშია: 

უღმერთოების გზაზე მდგარი კაცობრიობა დასაჯოს! დიახ, სასჯელის ჟამი დადგა, ამას მოჰყვება დიდი სამსჯავრო და პროსესი არ დამთავრდება მანამ სანამ არ გაიგებს კაცობრიობა რა არის "შიში უფლისა", სანამ არ გაიგებს, რომ ამ შიშით იწყება "დასაბამი სიბრძნისა". ესაა ახალი საგალობელი, ეს ის სიბრძნეა, რომელიც ჩაანაცვლებს მცდარ სწავლებას. ამას მთელი სიგრძე-სიგანით იგრძნობენ საპატრიარქოები და სხვადასხვა რელიგიები.

ჩვენ უკვე მზად ვარ საპატრირქოსთან ნებისმიერი ფორმატის შეხვედრებისთვის, თუ ყურად არ იღებენ ბიბლიური წერილის ნებას: გაუხსნელი წიგნიდან გამომავალი სწავლების დამთავრებაზე და  გახსნილი წიგნიდან გამომავალ სწავლებით შეცვლაზე, მაშინ წარწყმედის გზას დაადგებიან. სწავლებამ, რომელმაც ვერ იცნო რა არის: "ქართველთა ღმერთი დავითი", დიდი სირცხვილით დაამთავრებს მოღვაწეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ძველი პოსტიდან, სასულიერო სწავლების ერთ შეცდომას:

  შეცდომა  N1

   ერთადერთი წყარო მართალის შესაცნობად, რათა შემდეგ ამ მართალის დიდება შევძლოთ არის წმიდა წერილი. ეს წერილი სპეციალურად არის დაწერილი წერის ორი მექანიზმით, ერთი ემსახურება შეცნობას ბოროტისას, ხოლო მეორე შეცნობას კეთილისას. სწორედ ეს წერილია სიხოცხლის ხე, მომცემი ორი ცნობადობისა.  ნახეთ როგორ მკაფიოდ ჩანს წერილის წერის ორი მხარე:

   "და ვიხილე მარჯუენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, 

დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა"

 (გამოცხადება 5-1). 

   წერილის ერთ მხარეს, წერილს დაწერილს "გარეგანს", ბეჭედთა საიდუმლოს ცოდნა არ ჭირდება. ის ინფორმაციულად აღმოიკითხვება ოდენ აღმოკითხვით (ოდენ აღმოკითხვა თავის დასჯაა. ი. ოქროპირი). 

წერილის მეორე მხარეს, წერილს დაწერილს  "შინაგანს", წასაკითხად აუცილებლად მოეთხოვება ბეჭედთა საიდუმლოს ცოდნა. კიდევ უფრო კონკრეტულად გავიმეორებ: წერილის გარეგანი ნაწილის აღმოკითხვა ემსახურება მაცდურობას, სწორედ ეს იწვევს "თავის დასჯას“. იმისათვის, რომ თავს ავირიდოთ მაცდურობის მომცემი ნაყოფი, საჭიროა ბეჭედთა საიდუმლოს ახსნით გადავიდეთ სიმართლის მომცემ წერილის შინაგან ნაწილში. აი, აქ დევს მართალი!

 კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იცის ეს მართალი დღევანდელმა სასულიერო მოძღვრებამ?  არ იცის!

  მოძღვრებამ ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი სწავლება არის ბეჭედთა საიდუმლოს ცოდნის გარეშე მიმდინარე სწავლება გაუხსნელი წიგნიდან. ეს მოცემულობა ძალიან კარგად ჩანს ბიბლიურ წერილში:

  "და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა"

 (გამოცხადება 5-4).

   ბიბლიური წერილი გახსნილი არ არის, შესაბამისად ამ წერილით მოწოდებული "მართალი" სწავლებისთვის ცნობილი არ არის. როგორ უნდა ვიყოთ მართალის მადიდებელი, როცა მართალი არ ვიცით?

  პირად საუბრებში (ძალიან ბევრ მოძღვარს ვესაუბრე) მეუბნებიან: ბეჭდები ახსნილი არ არის, მაგრამ ჩვენ ვასწავლით მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით, წმიდა მამათა განმარტებებით და  ა. შ. 

 რომელმა წმიდა მამა განმარტა ბეჭედთა საიდუმლო?  არავინ!

ესაა გამოცდილება? 

ასეთი გამოცდილება ხსნის წიგნს?

    ბიბლიური წერის კანონია: თუ ბეჭედთა ახსნა არ გაქვს, ისე წერილის იმ ნაწილში,. რომელსაც ჰქვია მართალი ვერ შედიხარ! არის კი ვინმე (თუნდაც ერთი) რომელმაც იცის ბეჭედთა საიდუმლოს მიღმა რა წერია? ასეთი არავინაა!  ეს ჩემი სიტყვები არ არის, მოუსმინეთ პავლე მოციქულს:

        "არავინ არს მართალ არცაღა ერთ"

         (ჰრომაელთა 3-10)

ერთი ადამიანიც კი არაა მართალი! ესაა დასტური. სამწუხაროდ წერილის ეს ფრაგმენტი სასულიერო სწავლებას განმარტებული აქვს არასწორად. მათი განმარტება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, 

მაგრამ ვინაა მოკრიტიკე? 

ეს როგორ შეიძლება? 

მაინც რაშია საქმე? 

რაა მიზეზი იმისა, რომ მართალი არავინაა? პასუხი იქვე წერია:

"არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა" 

(ჰრომაელთა 3-11)

ბიბლიური წერილი ამბობს: არცერთი სწაავლება არ არის გამომეძიებელი ღმრთისა!  ვინმემ დღეს რომ თქვას ეს ელემენტარული სიმართლე, რომ: სასულიერო სწავლება არ არის გამომეძიებელი ღმრთისა...  ამას დიდ თავხედობად შეუფასებენ. მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ: სწავლება რომელ ღმერთს იძიებს? წმიდა წერილი მოსაზრებებით და წარმოდგენებით ღმერთის ძიებას არ გვთხოვს. დაუკვირდით: ღმერთს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ მისი გამომეძიებელი უნდა ვიყოთ. რას ნიშნავს გამომეძიებლობა? წმიდა წერილის სიტყვებს მხოლოდ კი არ უნდა აღმოვიკითხავდეთ, არამედ უნდა გვესმოდეს წერილისეული მოცემულობების კანონიკა.  წერილი ამბობს:  ღმერთი არის სიტყვა. 

   იყო გამომეძიებელი ღმრთისა ნიშნავს იყო გამომეძიებელი სიტყვისა! იცის სწავლებამ რას ნიშნავს გამომეძიებლობა სიტყვისა? სასულიერო სწავლების ავტორიტეტით ვინმე  შეცდომაში რომ არ შევიდეს, მე თვითონ მივცემ მინიშნებას:

   სასულიერო სწავლებამ ძალიან კარგად იცის, რომ იპოსტასურად სიტყვა არის ძე ღმერთი. როცა ძე ამბობს მამა ჩემშია, სწავლებას დაუნახავი დარჩა მითითება სიტყვაში მყოფ მამაზე. როცა ძე ამბობს ამას, ნიშნავს რომ სიტყვა ამბობს "მამა ჩემშია".

რა არის სიტყვაში მყოფი მამა?  ეს სწავლებამ არ იცის (ჩვენ მზად ვარ ნებისმიერი ფორმატის შეხვედრებისთვის მოძღვრებასთან, დიდი დამაჯერებლობით დავასაბუთებთ, რომ სიტყვაში მყოფი მამა მოძღვრებამ არ იცის). როგორც ამბობენ "შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო", ამის თქმას ჩვენ თავხედობად შეგვიფასებენ, მაგრამ იგივეს ხომ უფალი ამბობს:

"რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე" 

(იოვანე 16-3).

იმედია უფლის ამ სიტყვებს თავხედობად არავინ შეაფასებს. გარკვევითაა: არცერთმა რელიგიამ არ იცის მამა! მაინც რას ნიშნავს უფლის ეს სიტყვები? იგივე ბიბლიური მოცემულობა აქაც მსგავსს გვკარნახობს: სიტყვაა ძე ღმერთი, რადგან სიტყვა არავის გამოუძევია, ამიტომ წმიდა სამებით სიტყვის სულიერი მოწყობა არავინ იცის.

რა არის სიტყვაში მყოფი მამა? 

რა არის ამ მამიდან გამომავალი სულიწმიდა? 

სწორედ ამას გულისხმობს უფალი: არც სიტყვაში მყოფი მამა იციოთო და არცა სიტყვაო! ამის უცოდინარობა იწვევს წიგნის გაუხსნელობას, რომელსაც მოაქვს სავალალო შედეგი: "არავინ არს მართალ".

   ახლა შევეხოთ კიდევ უფრო სიღრმისეულად, წიგნის გაუხსნელობა რას იწვევს? თუ ამ კითხვას სასულიერო პირებს დავუსვამთ, პასუხს გაგვცემენ ამდაგვარს: გაუხსნელი წიგნიდანაც კარგად ვასწავლით სულიერებასო. მაგრამ ყველა უნდა მიხვდეს, განსაკუთრებით მოძღვრები:  წიგნის გაუხნელობით სწავლებაში ძალიან ბევრი შეცდომაა, იმდენად ბევრი, რომ სასუფევლის კარი ამ სწავლებისთვის დახშულია.

   მთავარი არსი მეორედ მოსვლისა რა არის? ყველამ უნდა გადავიკითხოთ ბიბლიური წერილი, კერძოდ გამოცხადება. მთავარი მოვლენა იქნება გაუხსნელი წიგნის გახსნა. წერილი გვკარნახობს: მეორედ მოსვლისას უფალი ახსნის ბეჭდებს წიგნზე, თითოეული ბეჭდის ახსნა იწვევს ახალი ცნობიერების წარმოჩენას. მერე განხილულია პირველი და მეორე სიკვდილი, ბოლოს როცა უფალი ამთავრებს ამ პროცესს, მიდის  და იმკვიდრებს თავის ერთან.

"აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, 

და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის"

 (გამოცხადება 21-3).

აი ამის შემდეგ დაუკვირდით რა ხდება:

   "და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს" 

(გამოცხადება 21-4).

წიგნის გახსნის პროცესი მთავრდება იმით, რომ სიკვდილი აღარ იქნება. აქ ცალკე თემაა რომელი სიკვდილი კვდება? გაუხსნელი წიგნის დროს იყო სიკვდილი, წიგნის გახსნის შემდეგ სიკვდილი ქრება. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი საპატრიარქოს და სინოდს ამ საკითხთა ირგვლივ, მაინტერესებს როგორ ესმით სიკვდილის დამთავრება. დარწმუნებული ვარ სწავლებამ არ იცის ამ მოვლენის არსი, რომ ესმოდეთ: გაუხსნელი წიგნიდან სწავლებას მომენტალურად შეწყვეტდნენ! 

ეს სიკვდილი მეორე სიკვდილია, წიგნის გაუხსნელობა ხელმწიფებას აძლევს მეორე სიკვდილს ჩვენზედა. ზუსტად ესაა მიზეზი სასუფევლის ვერ დამკვიდრებისა.

   ძალიან კარგად იცის სასულიერო სწავლებამ, რომ მეორე სიკვდილი არის "ვერ ცხონება". რატომ ნიშნავს ფრაზა "სიკუდილი არღარა იყოს" - მეორე სიკვდილს? იმიტომ, რომ მეორედ მოსვლისას კვდება კაცობრიობის უკანასკნელი მტერი - სიკვდილი. სიკვდილის არღარა ყოფნა ნიშნავს, რომ ის სადღაც მიდის. აი პასუხიც:

"და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. 

ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ"

 (გამოცხადება 20-14).

   მეორედ მოსვლისას სიკვდილი და ჯოჯოხეთი მთავრდება!  ამას იწვევს პროცესი: წიგნის გახსნა!

ბეჭედთა ახსნის შემდეგ, წიგნის გახსნა ამთავრებს მეორე სიკვდილს. ახლა ეს საკითხი გავაშუქოთ მარტივი ენით, მოძღვრება ამბობს: თუ ცხონებას ვერ ვღებულობთ, ეს ნიშნავს, რომ მეორე სიკვდილს აქვს ხელმწიფება ჩვენზედა. 

მეორე სიკვდილის ხელმწიფება მომდინარეობს გაუხსნელი წიგნიდან. თავის მხრივ მეორე სიკვდილის ხელმწიფება ნიშნავს, რომ მის გამო სასუფეველში ვერავინ შევა. ბიბლიური წერილით ნაკარნახებია: სასუფეველი არის ადგილი სადაც მართალნი განისვენებენ. ვისაც თავიანთი საქმენი არ შეერაცხა სიმართლედ ის სასუფეველში ვერ ხვდება და მიჰყავს მეორე სიკვდილს. დავალაგოთ:

   ორი წერის მექანიზმით დაწერილი ბიბლიური წერილი ბეჭედთა ახნის გარეშე იძლევა მცდარ სიბრძნეს (ეს სპეციალურად არის ასე შექმნილი), ამ გზით მართალთან ვერავინ მივა!

   მხოლოდ და მხოლოდ ბეჭედთა ახსნით გახსნილი წიგნი იძლევა მართალ სიბრძნეს. აქამდე ეს არავის გაუკეთებია, ბეჭედთა საიდუმლოთი გახსნილი წიგნის ცნობადობა ნაყოფისა კეთილისა არავის მიუღია! ამიტომ ამბობს მოციქული: "არავინ არს მართალ". გაუხსნელი წიგნი კი მართალთა ადგილას (სასუფეველში) არავის გაუშვებს, იმიტომ რომ სასუფევლის დახშულ კართან მეორე სიკვდილის ხელმწიფებაა. წიგნის გახსნით მეორე სიკვდილი "ითრგუნება" (ესაა პროცესი სიკვდილითა სიკვდილისა დათრგუნვა), ამის შემდეგ სასუფევლის კარი იხსნება.

  კიდევ უფრო კონკრეტულად ვიტყვი: დღევანდელი სასულიერო სწავლება სასუფეველს ვერავის ამკვიდრებინებს, იქ ვერც თვითონ შედის და არც სხვას უშვებს.  რამეთუ გაუხსნელი წიგნით, ამავე წიგნის სულიერი წერის "მართალში" ვერავინ შედის.

     ყველამ უნდა გაიგოს, თუ რამდენად დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა მეორედ მოსვლა. ამ დროს გახსნილი წიგნი განაპირობებს მცდარი ცნობიერებიდან, მართალ ცნობიერებაში გადასვლას.  ეს ძალიან, ძალიან დიდი თემაა, თავისივე დიდი სიღრმეებით. შესაბამისად, ახლა აქ ამ საკითხს ვერ ჩავუღრმავდებით. 

   ახლა შევეხოთ შეცდომა N1-ს.   სასულიერო სწავლება ფიქრობდა, რომ წიგნის გახსნის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება შეიძლებოდა. 

 არა ეს შეუძლებელია!

 რადგან არსთა სამყაროს კანონი მართალთა სამკვიდრებელში მცდარი ცნობიერების ადგილს არ ითვალისწინებს. სასულიერო სწავლება შეცდომაში შეჰყავდა ორ ტერმინს: ცხორება, ცხონება. ეს ერთიდაიგივე ეგონათ. ნურასუკაცრავად, ეს სიტყვები არსთა სამყაროს სხვადასხვა მოვლენებს აღწერს.

   სანამ კაცობრიობა წიგნს არ გახსნის, მანამდე პირველი სიკვდილის სიმძიმეც და მეორე სიკვდილის ხელმწიფებაც იქნებაო. მხოლოდ გახსნილი წიგნი იძლევა "მართალს", სწორედ ეს მართალია ის იარაღი, რომელსაც ძალუძს გლობალური სიყალბის დამარცხება.  კიდევ ძალიან ბევრია სათქმელი, ამით თემა არ ამოიწურება, მაგრამ ბოლოსკენ ერთ სათქმელს მაინც ვიტყვი: 

   ღმერთს უნდა, რომ ადამის მოდგმამ მიაგნოს სიმართლეს. ამ სიმართლის გარეშე კაცობრიობა დაღუპვისკენ მიექანება. მწარე რეალობაა ის, რომ: დღევანდელი ეკლესიის სიმართლე მწიგნობრობის (ოდენ აღმოკითხვის) სიმართლის დონისაა. ამით თავსაც ისჯიან, ხალხსაც და ქვეყანასაც სჯიან.

"უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, 

ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა"

 (მათე 5-20).

   ყველას გასაგონად იყოს: ცათა სასუფეველი და სიმართლე პირდაპირ კავშირში არიან. იქ სადაც "არავინ არს მართალ", არც სასუფეველში არაფერი ესაქმებათ. სასულიერო სწავლების წარმომადგენლებმა უნდა შეისმინონ: მათი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა სიმართლეს. სწორედ გაუხსნელი წიგნია დღევანდელი მსოფლიოს ყველა ტიპის ნეგატიურ მოვლენათა მიზეზი.  იმათ, ვისაც ევალება სიმართლის დაცვა და დიდება არ იციან შინაგან დაწერილი წიგნის სიმართლე, ამიტომ არ ძალუძთ ტოტალური სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლა. ფაქტი სახეზეა: 

 1.   ფიზიკურად, დღეს არათუ სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ თვითონ დედა ეკლესიაა დასაცავი სატანისტებისაგან.

 2.   სულიერად, ბიბლიური წერილი გაუხსნელია, მისი სიმართლე მიუწვდომელია და  სასუფევლის კარი დახშულია. 

  სასულერო სწავლების წარმომადგენელთა მზაობა თუ იქნება,  ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი მზაა ნებისმიერი ფორმატის შეხვედრებისთვის. ასეთი შეხვედრები ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

   დღეს გამოვიტანე სასულიერო სწავლების  N1 შეცდომა, თუ მათგან ყურადღებული არ იქნა ჩვენი შეთავაზება, შეცდომათა ჩვენებები გაგრძელდება. ამ შეცდომათა ჩვენებებმა, რომ არ დააზიანოს სასულიერო სწავლების იმიჯი, საჭირო იქნება ადექვატური გონებრივი ნაბიჯი ჩვენს შეთავაზებაზე.  მეტს ვეღარ მოვიცდით, რადგან ვეღარ მოიცდის ქვეყნის სავალალო მდომარეობა, პრაქტიკულად ამ ქვეყნის ყოფნა არყოფნის საკითხი დგას.

   ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ!   ვგულისხმობთ დისკუსიებს საჯარო სივრცეებში სიმართლის წარმოსაჩენად და დასაცავად. ისიც გვაინტერესებს ვინ შეიძლება ვიგულოთ ჩვენს გვერდში.

                  

                  ზაალ  ლომსიანიძე, წმიდე წერილის მეცნიერული კვლევის საზოგადოება:

 "მეცნიერება უკეთესი მომავლისთვის